დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
შინაგან საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილე დაკავებულია
2013/05/12 19:57:37

შინაგან საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილე დაკავებულია, ხოლო მინისტრმა პირადი ცხოვრების  ამსახველი  მასალების არქივის დაუყოვნებლივ  განადგურების  გადაწყვეტილება მიიღო.

სოციალური ქსელით გიორგი ფარესიშვილის პირადი ცხოვრების ამსახველი ვიდეომასალის გავრცელების გამო შინაგან საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილე გელა ხვედელიძე დაკავებულია. როგორც დღეს გამართულ საგანგებო ბრიფინგზე შინაგან საქმეთა მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა, ეს საქმე გახსნილია. ღარიბაშვილის განმარტებით, აღნიშნული მასალა გადაღებულია წინა ხელისუფლების პირობებში კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის მიერ და მიზანი იყო ფარესიშვილის დაშანტაჟება და მასზე ფსიქოლოგიური ზემოქმედება, მათ სამსახურში ჩაყენების მიზნით.

 "ახალი ხელისუფლების მოსვლის შემდეგ, ეს და სხვა კადრები მიკვლეული იქნა და დაილუქა დადგენილი წესით. თუმცა, არ გვაქვს იმის გარანტია, რომ წინა ხელისუფლების ხელში არ არის მათი ასლები. ამ და სხვა უკანონო კადრების უსაფრთხოების უზურნველყოფა მინდობილი ჰქონდა სხვებთან ერთად ჩემს ყოფილ მოადგილეს, გელა ხვედელიძეს.

 ჩემთვის არასასიამოვნო ფაქტია, მაგრამ ჩემმა პირველმა მოადგილემ, გელა ხვედელიძემ სამწუხაროდ ჩაიდინა არა მხოლოდ დანაშაული, არამედ შსს-ს თანაშრომლისთვის შეუფერებელი საქციელი. მან არაადეკვატურად და მტკივნეულად მიიღო მის მიმართ მედიით გავრცელებული სრულიად უსაფუძვლო ცილისმწამებლური განცხადებები და ფარესიშვილზე შურისძიების მოტივით დამოუკიდებლად გაავრცელა. მისი ფიქრით, ამგვარი ხერხით, შეწყდებოდა მის მიმართ წარმოებული ეს ცილისმწამბელური კამპანია" - განაცხადა მინისტრმა დღეს გამართულ ბრიფინგზე.

ამასთან, მინისტრის განცხადებით, შსს-მ პირადი ცხოვრების ამსახველი მასალების არქივის დაუყოვნებლივ განადგურების გადაწყვეტილება მიიღო და პროკურატურასთან შეთანხმებით, ამ პროცესში სამოქალაქო საზოგადოებაც მიიღებს მონაილეობას.

"ჩემთვის რაც მოხდა, არის ძალიან მძიმე. რაც მოხდა, არის კანონის და სამართლიანობის აღსრულება და ჩემი გზავნილი ყველა რანგის თანამდებობის პირის მიმართ, საქართველოს თითოეული მოქალაქის მიმართ, მათი პოლიტიკური და სოციალური ან სხვა კუთვნილების მიუხედავად. მე არ ვაპირებ ვიყო შს მინისტრი, რომელიც ხელს აფარებს თავისი ოჯახის წევრებს, მეგობრებს, ნათესავებს, ჩაგრავს ხელქვეითს იმისათვის, რომ დაიცვას მისი უფროსი და ამით საკუთარი თავი გადაირჩინოს. ეს ეპოქა საქართველოში დასრულდა და დარწმუნებული ვარ, არასდროს დაბრუნდება.

მე მინდა, მივმართო საქართველოს ყველა მოქალაქეს, ჩემს თითოეულ კოლეგას – მე ვარ და მომავალშიც ვიქნები თითოეული მათგანის დამცველი, მაგრამ არავის და არასდროს უნდა ეპატიოს დანაშაულის ჩადენა, მითუმეტეს ამ ფორმით. ასევე, მინდა გაცნობოთ, რომ საქართველოს პროკურატურასთან შეთანხმებით მიღებულია გადაწყვეტილება, სამოქალაქო საზოგადოების მონაწილეობით, დაუყოვნებლივ განადგურდეს წინა ხელისუფლების მიერ შექმნილი პირადი ცხოვრების ამსახველი ბინძური არქივი" - განაცხადა ღარიბაშვილმა, თუმცა მან არ გამორიცხა, რომ ამ კადრების ასლები ყოფილი ხელისუფლების წარმომადგენლებს გააჩნდეთ.

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1638
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია