დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
შსს-მ 2250 ელექტროშოკის შესაძენად ტენდერი გამოაცხადა
2013/05/11 15:21:11

საქართველოს შინაგან სამინისტრომ 2550 ერთეული ელექტროშოკის შეძენისთვის ტენდერი გამოაცხადა. მათი სავარაუდო საერთო ღირებულება 637500 ლარს შეადგენს.

შესაბამისი სატენდერო დოკუმენტაცია კონკურენციისა და სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს ვებ-გვერდზე 7 მაისს  არის განთავსებული.

შსს შესასყიდ საქონელზე არანაკლებ 2-წლიან გარანტიას ითხოვს.

გარდა ამისა, შინაგან საქმეთა სამინისტრო ტელე- და რადიომიმღებების და ხმის ან ვიდეოჩამწერების, ან რეპროდუცირების აპარატურის შეძენას აპირებს.

სატენდერო დოკუმენტაციაში ასევე აღნიშნულია, რომ შსს დამატებით ავტომანქანის ვიდეოსამეთვალყურეო სისტემის 310 კომპლექტს შეიძენს. სულ შესაძენ აპარატურაში, შინაგან საქმეთა სამინისტრო 218 ათასი ლარის გადახდას აპირებს.

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1916
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია