დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
მერაბიშვილი მთავრობას 80 მილიონის მითვისებაში ადანაშაულებს
2013/05/09 15:21:33

“ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” გენერალურმა მდივანმა ვანო მერაბიშვილმა მთავრობა  და სოფლის მეურნეობის სამინისტრო კორუფციაში და სახელმწიფო ბიუჯეტიდან 80 მილიონი ლარის მითვისებაში დაადანაშაულა.

“ნაციონალური მოძრაობის” მთავარ ოფისში გამართულ ბრიფინგზე მერაბიშვილმა რამდენიმე სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების ნივთი წარმოადგინა. თითეულ მათგანზე ორი განსხვავებული, საბაზრო და მთავრობის მიერ შერჩეულ მაღაზიებში დაწესებული ფასი იყო ასახული.

ვანო მერაბიშვილმა განაცხადა, რომ გლეხი ერთი და იმავე სასოფლო – სამეურნეო ნივთში სპეციალიზებულ მაღაზიებში 30-40 %-ით მეტს იხდიდა, ვიდრე სხვა სავაჭრო ობიექტებში.

“ 260 მილიონიანი სოფლის მეურნეობის ვაუჩერების პროექტიდან ქართველმა სახელმწიფო მოხელეებმა 80 მილიონი ჯიბეში ჩაიდეს. ასე მოკლე დროში, ერთი პროექტიდან ამხელა თანხის მითვისება არნახული ფაქტია,”- აღნიშნა “ნაციონალური მოძრაობის” გენერალურმა მდივანმა.

მერაბიშვილმა უკმაყოფილება გამოთქვა ვაუჩერების მხოლოდ სპეციალიზებულ მაღაზიებში გამოყენებასთან დაკავშირებით და აღნიშნა, რომ ამ შეზღუდვის შედეგად გლეხს მნიშვნლოვანი ზარალი მიადგა.

აღნიშნული ზარალის საკომპენსაციოდ, ვანო მერაბიშვილმა მოსახლეობისთვის საშემოდგომოდ, 120 ლარიანი სასოფლო სამეურნეო ვაუჩერების გადაცემა და გლეხისთვის, მათი ნებისმიერ მაღაზიაში გამოყენების ან განაღდების უფლების მიცემა მოითხოვა.

მისი თქმით, არსებული შეზღუდვის ახსნა შეიძლება ხელისუფლების კორუფციული გარიგებით იმ ადამიანებთან, ვისაც საქართველოში სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების პროდუქცია შემოაქვს.

მისივე განცხადებით, იგივე ტენდენციები სხვა პროექტების შემთხვევაშიც შეიმჩნევა და ასეთი ტიპის კორუფციული გარიგების წარმოება ქვეყნის ხელმძღვანელებთან შეთანხმების გარეშე შეუძლებელია.

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1675
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია