დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
რუსმა მესაზღვრეებმა კიდევ ერთი ქართველი დააკავეს
2013/05/09 12:53:37

კასპის რაიონის სოფელ საკორინთლოსთან რუსმა მესაზღვრეებმა 30 წლის ვასილ სალამაშვილი დააკავეს. სალამაშვილს „საზღვრის უკანონოდ“ გადაკვეთაში ადანაშაულებენ.

ამ ინფორმაციას საინფორმაციო სააგენტო „ინტერპრესნიუსი“ ავრცელებს. სააგენტოს ცნობით, ადგილობრივი მოსახლეობა შეშფოთებულია და დახმარებას ხელისუფლებას და საერთაშორისო ორგანიზაციებს სთხოვს.

სოფელი საკორინთლო ოკუპირებულ ტერიტორიას ესაზღვრება. რამდენიმე დღის წინ ამავე ტერიტორიაზე კიდევ ორი ადამიანი დააკავეს, თუმცა ისინი ამჟამად გათავისუფლებულნი არიან.

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1829
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია