დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
თეიმურაზ შაშიაშვილი: „ახლა უნდათ, ყველაფერი ივანიშვილს დაბრალდეს...“
2013/05/08 16:47:51

 „თეთრების“ ლიდერის თეიმურაზ შაშიაშვილის ბრალდებები  „ნაცმოძრაობას“

თეიმურაზ შაშიაშვილი „ნაციონალურ მოძრაობას“ საქართველოში ბიზნესის წილების ფლობაში ადანაშაულებს.

მოძრაობა „თეთრების“ ოფიციალურ ვებ-გვერდზე პარტიის ლიდერის, თეიმურაზ შაშიაშვილის ინტერვიუ გამოქვეყნდა, რომელიც მან „ქართულ სიტყვას“ მისცა.

„არ არსებობს ბიზნესი და მით უმეტეს - რეგიონებში, რომელიც „ნაცმოძრაობასთან“ არაა დაკავშირებული. გამგებლები და მათი მოადგილეები, ყველა, ბიზნესის წილში არიან. შესაბამისად, ქვეყანას ბოიკოტი გამოუცხადეს და ბევრი ბიზნესი გააჩერეს,“ – ამბობს შაშიაშვილი.

„თეთრების“ ლიდერის განცხადებით, „საქართველოს ბანკში“ იგეგმება კადრების მასობრივი შემცირება და ეს პროცესი სწორედ იმ ორგანოების საშუალებით დაიწყო, რომელიც ახლაც საქართველოს პრეზიდენტს, მიხეილ სააკაშვილს ექვემდებარება.  „ეს იმისთვის გაკეთდა, რომ ყველაფერი ბიძინა ივანიშვილს დაბრალებოდა. “ - აცხადებს შაშიაშვილი.

„ქვეყანაში, სადაც ჩასაფრებულია პრეზიდენტი, გუბერნატორი, ქალაქის მერები და გამგებლები, იქ სისტემური კრიზისი გარდაუვალია. ყველაფერი, მათ შორის გარკვეულწილად პარლამენტიც, მონოპოლიზებული აქვთ. ახლა უნდათ ყველაფერი ივანიშვილს დაბრალდეს,“ – ამბობს თემურ შაშიაშვილი.

 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1675
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია