დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
მაისის ბოლოს ახალი კონსტიტუციის შექმნაზე მუშაობა იწყება
2013/05/08 15:03:49

მაისის ბოლოსთვის პარლამენტში სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისია შეიქმნება, რომელიც ევროპული სტანდარტების შესაბამისი კონსტიტუციის შექმნაზე იმუშავებს - ამის შესახებ ჟურნალისტებთან საუბრისას პარლამეტის თავმჯდომარემ დავით უსუფაშვილმა განაცხადა.

უსუფაშვილის განცადებით, საკონსტიტუციო კომისია პოლიტიკურ პროცესებზე მიუბმელად იმუშავებს და შედეგად გამართულ, ევროპული სტანდარტების შესაბამის კონსტიტუციას მივიღებთ.

„თუ ჩვენ ახლა მიზნად დავისახავთ კონსტიტუციის ფუნდამენტურ ცვლილებას, ეს არ იქნება სწორად გადადგმული ნაბიჯი. ამიტომ ჩვენი პოლიტიკური გადაწყვეტილებაა, ვიმსჯელოთ რამდენიმე გადაუდებელ ცვლილებაზე, რომლის ინიცირებაც შესაძლოა თვის ბოლომდე მოხდეს,“ - განაცხადა უსუფაშვილმა.

შეგახსენებთ, რომ 2013 წელს დაგეგმილი საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ ძალაში შევა კონსტიტუციური მოწყობის 2010 წლის მოდელი, რომლის მიხედვითაც მნიშვნელოვნად მცირდება პრეზიდენტის უფლებამოსილება და იზრდება პრემიერ-მინისტრის და პარლამენტის როლი.

 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1804
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია