დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
ქართულ-ეგვიპტური საწარმოდან 400-მდე მუშა გაათავისუფლეს
2013/05/07 19:48:05

დღეს ქართულ-ეგვიპტური საწარმო „ფრეშ ჯორჯიადან“ გათავისუფლებულმა მუშებმა ქარხნის წინ აქცია გამართეს. აქციის მონაწილეთა მტკიცებით, 400-მდე მუშას ახსნა-განმარების გარეშე დაატოვებინეს სამსახური და 6 თვის განმავლობაში ეტაპობრივად აღდგენას შეპირდნენ.

შეგახსენებთ, რომ „ფრეშ ჯორჯიაში“ საოჯახო ტექნიკას აწარმოებენ. საწარმოში 900-მდე მუშაა დასაქმებული.

„გამოგვიშვა ქართულმა ადმინისტრაციამ, სრულიად უმიზეზოდ, გვითხრეს, რომ 6 თვის განმავლობაში დაგვიკავშირდებიან და აღგვადგენენ ეტაპობრივად. ჩვენს უკან ოჯახები დგას, მანამდე როგორ ვარჩინო?! მხოლოდ მე ვარ შემომტანი ოჯახში. იყო შემთხვევები, მივყავდით ჩამოყვანილი არაბების სახლებში მათ მიერ დაქირავებული ბინების დასალაგებლად, დამატებით ხელფასს კი არავინ არ გვიხდიდა.“ – ამბობს საწარმოდან გათავისუფლებული ნანული ჯუღელი.

აქციაზე შეკრებილ მუშებს საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ომარ ნიშნიანიძე შეხვდა.

„უკანონობა ჯერ კიდევ მაშინ მოხდა, როცა ხელშეკრულება არ გაუფრომეს ამ ხალხს. არც ერთ ადამიანს ხელშეკრულება ხელში არა აქვს. 400 კაცი გამოყარეს ახლა სამსახურიდან. აქ ირღვევა კანონმდებლობა და ადამიანთა უფლებები, დაწერონ ამ მუშებმა განცხადება, შემოიტანონ  შესაბამის კომიტეტში და ჩვენ განვიხილავთ.“ – განაცხადა ნიშნიანიძემ.

„p.s.“-თან საუბრისას „ფრეშ ჯორჯიას“ ქართული წამომადგენლობის დირექტორმა მიხეილ თიგიშვილმა განაცხადა:

„ისინი დროებით გაუშვეს შვებულებაში. 6 თვის მანძილეზე ისევ გამოცხადდება სხვადასხვა წარმოებაში ადგილი და ეტაპობრივად დასაქმდებიან. რაც შეეხება არაბებთან მუშაობას სახლების დასუფთავებაზე, სისულელეა, მე ასეთ კითხვაზე პასუხს არ გაგცემთ.“

 

 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1699
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია