დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
კობა დავითაშვილი ამჯერად ვიცე-პრემიერს უპირისპირდება?
2013/05/07 15:01:00

ვიცე-პრემიერ გიორგი მარგველაშვილის განცხადებას  შრომის კოდექსში დაგეგმილი ცვლილებების შესახებ, კობა დავითაშვილი აფასებს.

როგორც მარგველაშვილმა საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტის სტუდენტებთან შეხვედრაზე აღნიშნა, პარლამენტში როზა ლუქსენბურგის ოცნების შრომის კოდექსია შესული.

დავითაშვილის განცხადებით,  გიორგი მარგველაშვილს, რომელიც მთავრობის ვიცე-პრემიერია, შრომის კოდექსზე შენიშვნების გამოთქმა მთავრობის სხდომაზე შეეძლო.

„მარგველაშვილმა ისე თქვა, შრომის კოდექსში დაგეგმილი ცვლილებები როზა ლუქსემბურგის ოცნება იქნებოდაო, გეგონება, ამ მთავრობის ვიცე-პრემიერი თვითონ არ იყოს,“ - განაცხადა  დავითაშვილი.  

დავითაშვილი, ასევე გაოცებულია იმით, რომ გიორგი მარგველაშვილმა წინა ორი ნაბიჯი ცენტრიდან მარცხნივ გადადგა. „ბენდუქიძესთან სოციალურად დაუცველი სტუდენტების სტატუსის შეჩერების გამო ჰქონდა კამათი, ხოლო სახელმძღვანელოების საკითხზე მარგველაშვილმა სრულიად სამართლიანად ბიზნესის ინტერესები არ გაითვალისწინა. ამ დროს ულტრა მემარჯვენე განცხადებას ვისმენთ. მგონია, რომ მარგველაშვილი საკუთარ თავთან წინააღმდეგობაში მოდის. ლოგიკური იქნებოდა, თუკი მარგველაშვილი ამას მთავრობის სხდომაზე ღიად იტყოდა. თუ ვიცე-პრემიერისთვის შრომის კოდექსი ასე მიუღებელია, მინიმუმ ვიცე-პრემიერობიდან უნდა გადადგეს,” - ამბობს კობა დავითაშვილი.

 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1751
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია