დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
პოლიციის უმოქმედობის გამო, ქუთაისელი ჟურნალისტი საქართველოს მოქალაქეობაზე უარის თქმას აპირებს
2013/05/07 13:09:25

ქუთაისელმა ჟურნალისტმა თეა ჩეჩელაშვილმა იმერეთის პოლიციის სამხარეო სამმართველოსთან ბრიფინგი გამართა და პოლიცია უმოქმედობაში დაადანაშაულა.

რადიო „ძველი ქალაქის“ ჟურნალისტის განცხადებით, 2013 წლის მარტიდან ის უკვე  სამჯერ გაქურდეს. პირველად მძარცველებმა მისი სახლიდან კომპიუტერი წაირეს, შემდეგ მასთან სტუმრად მყოფი მეგობრის ავტომანქანა გაქურდეს, მესამედ კი დაზარალებულის სახლიდან საოჯახო ნივთები გაიტანეს.

„სამივე შემთხვევაში ოპერატიულად ვაცნობე პოლიციას, თუმცა მათგან არცერთ შემთხვევაზე არ ყოფილა რეაგირება. მე რომ ვინმეზე მქონდეს ეჭვი, პირდაპირ დავადებდი ხელს. სახლში პირადი მოხმარების ნივთები აღარ დამრჩა. მოვუწოდებ პოლიციას მიხედონ ჩემს საქმეს," – ამბობს ჩეჩელაშვილი.

თუკი პოლიცია უმოქმედობას გააგრძელებს, რადიო „ძველი ქალაქის“ მუსიკალური პროგრამების რედაქტორის თქმით, ის იძულებული გახდება საქართველოს მოქალაქეობაზე უარის თქვას.

 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1835
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია