დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
კობა დავითაშვილი: „რატომ არის შერჩევითი სამართალი „ნაციონალური მოძრაობის“ სასარგებლოდ?“
2013/05/02 18:05:48

კობა დავითაშვილი შინაგან საქმეთა მინისტრს სხვადასხვა საკითხებისადმი მიდგომებს უწუნებს. დავითაშვილის განცხადებით, გუშინ გამართული ორივე აქციის შემთხვევაში  დაირღვა კანონი, მაგრამ სამართალდამცავებმა რეაგირება მხოლოდ „ლაბორატორია 1918“ - ის აქციაზე მოახდინეს.

დავითაშვილის განცხადებით, არ უნდა არსებობდეს შერჩევითი სამართალი და ყველა პოლიტიკური ჯგუფი კანონის წესით უნდა დაისაჯოს. 

„მე არ მაქვს შენიშვნები პოლიციელების ქმედებასთან, ისინი სამოქალაქო მოვალეობას ასრულებდნენ, მაგრამ მე მინდა ვკითხო ღარიბაშვილს: გუშინ ჩატარდა ორი აქცია, ერთი 
„ნაციონალური მოძრაობის“ მიერ ქუთაისში, პარლამენტის წინ, მეორე თბილისში, „ლაბორატორია 1918“- ის მიერ, ორივე აქციაზე დაირღვა კანონი. პირველ შემთხვევაში 20 მეტრიანი დისტანცია არ იყო დაცული და მეორე შემთხვევაში წინასწარი გაფრთხილება არ მომხდარა გზის გადაკეტვის თაობაზე - ორივე კანონის დარღვევაა. მე მინდა ვიკითხო, რატომ არის შერჩევითი სამართალი „ნაციონალური მოძრაობის“ სასარგებლოდ“ ?

დავითაშვილის თქმით, ადამიანების დასჯა არ უნდა ხდებოდეს იმის მიხედვით, თუ ვინ მფარველობს მათ, "სახალხო პარტია ევროპაში თუ ნეო კონსერვატორები ამერიკაში."

შეგახსენებთ, რომ კობა დავითაშვილი გუშინ, პარლამენტის წინ გამართულ აქციაზე საუბრობს. აქციის მონაწილეები პარლამენტის ქუთაისში დატოვებას ითხოვდენ. პროტესტანტებსა და დავითაშვილს შორის დაპირისპირება მოხდა. მხარეებმა ერთმანეთს სიტყვიერი შეურაცხყოფაც მიაყენეს. დავითაშვილმა კი აქციის მონაწილეებს ასეთი ფრაზით მიმარტა: თქვენ არ ხართ ადამიანები, თქვენ „ნაციონალები“ ხართ!

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1773
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია