დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
პოლიტიკური პასუხისმგებლობის გამო, დავით კირვალიძე თანამდებობიდან გადადგა
2013/05/02 11:02:53

გუშინ შს სამინისტრომ და საგამოძიებო სამსახურმა სასოფლო-სამეურნეო ბარათების კანონდარღვევით გამოყენებისა და სხვისი ქონების თაღლითურად დაუფლების  ბრალდებით სოფლის  მეურნეობის სამინისტროს 10-ზე მეტი მაღალჩინოსანი დააკავა. ამ ფაქტის გამო პოლიტიკური პასუხისმგებლობა თავის თავზე აიღო სოფლის მეურნეობის მინისტრმა დავით კირვალიძემ და უფლებამოსილების შეჩერების თხოვნით მთავრობას დღევანდელ სხდომაზე მიმართა. მისი თქმით, ის გრძნობს პოლიტიკურ პასუხისმგებლობას სამინისტროში მიმდინარე პროცესებზე და მთავრობას უფლებამოსილების შეჩერება სწორედ ამიტომ სთხოვა.
კირვალიძის ინფორმაციით, პრემიერმა მისი თხოვნა დააკმაყოფილა და გამოძიების დასრულებამდე მას უფლებამოსილება უწყდება. 
"სამინისტროს თანამშრომლების უმრავლესობა ძალიან წესიერი და კეთილსინდისიერი ადამიანია. მათ შორის ჩემი ბევრი მეგობარია. დარწმუნებული ვარ, რომ სიტუაცია მალე გაირკვევა, რადგან აუცილებელია სიმართლე დადგინდეს. პროცესის დასრულებამდე კი პოლიტიკურ პასუხისმგებლობას საკუთარ თავზე ვიღებ და გადადგომის გადაწყვეტილება მივიღე", - განაცხადა დავით კირვალიძემ. 
სოფლის მეურნეობის მინისტრის მოვალეობას მისი მოადგილე შალვა ფიფია შეასრულებს.
დავით კირვალიძემ კომენტარი გააკეთა სოფლის მეურნეობის სამინისტროს რამდენიმე მაღალჩინოსნის დაკავების შესახებაც და იმედი გამოთქვა, რომ გამოძიება ყველაფერს გაარკვევს.

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1757
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია