დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
პოლიციის მხრიდან არაპროპორციული ძალა იყო გამოყენებული
2013/05/02 00:01:28

"ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი" პოლიციის დღევანდელ ქმედებას შეკრებისა და მანიფესტაციის უფლების დარღვევად აფასებს. EMC-ის განცხადებას უცვლელად გთავაზობთ.

"დღეს,1 მაისს, 15:00-ზე დაიწყო მშვიდობიანი მანიფესტაცია მშრომელთა უფლებების დაცვის საერთაშორისოდღესთან დაკავშირებით. აქციის ორგანიზატორი იყო ახალგაზრდული მოძრაობა „ლაბორატორია1918“. აქციის მონაწილეებმა მსვლელობა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტიდან ეკონომიკისსამინისტრომდე (ვარაზის ხევის; აღმაშენებლის გამზირის; რუსთაველის გამზირის გავლით)მოაწყვეს, რა დროსაც დემონსტრანტებს გზის სავალი ნაწილი ჰქონდათ დაკავებული. დაახლოებით15:30 საათზე, რუსთაველის გამზირზე  პოლიციისათეულობით თანამშრომელსა და დემონსტრანტებს შორის მოხდა შეხლა-შემოხლა. სამართალდამცავებმა დააკავეს აქციის 25-მდე მონაწილე, მათშორის ჟურნალისტები. აქციის დაშლისას  დაშავდნენდემონსტრანტები. დარჩენილმა ნაწილმა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსთანგადაინაცვლა.  თუმცა, პოლიციის თანამშრომლებმადემონსტრანტებს არ მისცეს საშუალება მიახლოვებოდნენ ადმინისტრაციულ შენობას, სადაცმობილიზებული იყო ასამდე პოლიციის თანამშრომელი. აქციაზე დაკავებული მონაწილეები პოლიციისსამმართველოდან 4-5 საათის შემდეგ გაათავისუფლეს.

ადამიანისუფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი გამოხატავს შეშფოთებას დემონსტრანტებისმიმართ გამოყენებული არაპროპორციული ძალის გამო. მედია საშუალებების მიერ გავრცელებულკადრებში ჩანს, რომ ცალკეულ შემთხვევებში დაკავების, როგორც უკანონო ქმედების აღკვეთისფორმის გამოყენება, თავისთავად წარმოადგენდა არაპროპორციულ საშუალებას. მაგალითად,გაკვირვებას იწვევს პოლიციის მიერ რამდენიმე დემონსტრანტის ფეხითმოსიარულეთა სავალნაწილზე დაკავება იმ პირობებში, როდესაც მოცემულ მომენტში ისინი საზოგადოებრივ წესრიგს არ არღვევდნენ და როდესაც ტრანსპორტის სამოძრაო ნაწილი აქციის მონაწილეებისგან თავისუფალი იყო. კადრები ასევე აჩვენებს, რომ ცალკეულ შემთხვევებში მანიფესტანტთა დაკავების ფორმა, იმ  შემთხვევაშიც კი თუ ის იყო პოლიციელთა საპასუხო რეაქცია წინააღდეგობის გაწევაზე (მაგ. კამათი), ვერ პასუხობს პროპორციულობის ტესტსს .თვითლმხილველთა და აქციის მონაწილეთა განმარტებით, ზოგიერთ შემთხვევაში ადგილი ჰქონდა პოლიციელთა თანამშრომლების მიერ გამოხატულ აგრესიას  და სრულიად უმიზნო ძალადობას აქციის მონაწილეთა მისამართით. თავად დაკავებულ პირთა რაოდენობაც შესაძლოა მეტყველებდეს გამოყენებულიძალის არაპროპორციულობაზე.

 EMC ასევე მიიჩნევს,რომ პოლიციელთა მხრიდან ჟურნალისტებისათვის მოვლენების სათანადოდ გაშუქების მიზანმიმართული შეზღუდვა, უნდა მივიჩნიოთ ჟურნალისტური საქმიანობის ხელშეშლად.

 EMC მოუწოდებს საქართველოს შინაგანსაქმეთა სამინისტროს, მისცეს ადეკვატური შეფასება პოლიციის თანამშრომლების მიერ განხორციელებულ ქმედებებს და გამოიყენოს პასუხისმგებლობის შესაბამისი ზომა.

 ამასთან,გაცნობებთ, რომ EMC გეგმავს აღნიშნული ფაქტის დეტალურ შესწავლას და უახლოეს მომავალში საზოგადოებას წარუდგენს  შესაბამის ანგარიშს."

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1580
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია