დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
„ნუ წაართმევთ ქუთაისს პარლამენტს!“
2013/05/01 12:26:21

პარლამენტის წინ „საინიციატივო ჯგუფმა“ აქცია გამართა. აქციის მონაწილეები ქუთაისისთვის საპარლამენტო ქალაქის სტატუსის შენარჩუნებას ითხოვდნენ. პროტესტანტების მთავარი სლოგანი იყო „ნუ წამართმევ პარლამენტს!“.

„ჩვენ აბსოლუტურად აპოლიტიკური ადამიანები ვართ. წინააღმდეგები ვართ, რომ პარლამენტი გადავიდეს ქუთაისიდან. ჩვენ აუცილებლად გავფართოვდებით და დავიცავთ პარალმენტს ქუთაისში“. -ელისო კეთილაძე, აქციის ორგანიზატორი.

მშვიდობიან აქციაზე სიტუაცია მას შემდეგ დაიძაბა, რაც პარლამენტთან უმრავლესობის წევრი კობა დავითაშვილი გამოჩნდა. აქციის მონაწილეებმა დავითაშვილის გამოჩენაზე სკანდირება დაიწყეს „ჟირინოვსკი, ჟირინოვსკი“. უმრავლესობის დეპუტატმა კი შეკრებილებს  საპასუხოდ შემდეგნაირად მიმართა: „თქვენ ადამიანები კი არა, ნაციონალები ხართ“.

დავითაშვილი ასევე შეეცდა აქციის მონაწილეებისთვის აეხსნა, რომ საკონსტიტუციო ცვლილების შემდეგ, შესაძლებელია, პარლამენტმა თბილისსა და ქუთაისშიც იმოქმედოს. თუმცა, რამდენიმე რეპლიკის შემდეგ დაპირისპირება სიტყვიერ დაპირისპირებაში გადაიზარდა.

„ბატონ კობას მივმართავ, რომ შეწყვიტოს მსგავსი ტიპის პროვოკაციები. ჩვენ ვართ აბსოლუტურად მშვიდობიანი მოქალაქეები, ისწავლოს მოქალაქეებთან ურთიერთობა, მათი მოსმენა და ნუ გადმოდის აგრესიაზე. ჩვენ არ ავყვებით მათ პროვოკაციას. კატეგორიულად ვეწინააღმდეგები რაიმე ესქცესებს აქციაზე.“ - აქციის მონაწილე.

სიტუაცია მხოლოდ მას შემდეგ განიმუხტა, რაც დავითაშვილმა პარლამენტის მიმდებარე ტერიტორია დატოვა.

აქცია გუშინ სოციალურ ქსელ “facebook” - ის საშუალებით დაანონსდა. აქციის ორგანიზატორები გეგმავენ, რომ აქციები პერმანენტულად გამართონ საქართველოს საკანონმდებლო ორგანოსთან. მათი თქმით პროტესტს იმ დრომდე არ შეწყვეტენ, ვიდრე ქუთაისში პარლამენტს არ დატოვებენ. 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1707
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია