დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
„პატრიოტები“ მერიაში თანამშრომელთა შემცირებას ითხოვენ
2013/04/30 18:00:08

ქეთევან ლებანიძე

„პატრიონთა ალიანსი“ ქუთაისის მერიაში საშტატო ერთეულის რეორგანიზაციას ითხოვს

ფრაქცია „საქართველოს პატრიოტთა ალიანსი“ მერიაში საშტატო ერთეულის გადახედვას ითხოვს. ამის შესახებ მათ დღეს გამართულ სხდომაზე განუცხადეს ქუთაისის მერის მოვალეობის შემსრულებელს, ნიკო კაჭკაჭიშვილს. მათ ასევე დასვეს საკითხი მერიის მიერ ყოველ გაწეულ სამუშაოზე მიღება-ჩაბარების აქტის განხორციელება.

„ბატონ  ნიკოს ერთი კვირის ვადა მივეცით, წამოგვიდგინოს სტრუქტურული რეორგანიზაციის გეგმა. ქუთაისის მერიის საშტატო ერთეული არის გაბერილი – 700 კაციანი, უნდა გადაიხედოს და შევჯერდეთ აღნიშნულ საკითხზე. აუცილებელია შემცირება.“ –განაცხადა ქუთაისის საკრებულოს ფრაქცია „საქართველოს პატრიოტთა ალანსის“ თავმჯდომარემ კახაბერ ნემსიწვერიძემ.

ფრაქციის სხდომაზე დეპუტატებმა გააკრიტიკეს ქალაქში მიმდინარე სამუშაოები, რომელიც დროში იწელება და ასევე აქცენტი გააკეთეს უხარისხოდ ჩატარებულ სამუშაოებზეც, რაზეც ქალაქის მერის შემსრულებელმა განმარტა:

„სამუშაოები მიმდინარეობს მეტ-ნაკლებად კარგად, ზოგი შეფერხებით. ამ შეფერხების მიზეზებზე ცოტა ხანში მექნება ინფორმაცია. რაც შეეხება საკითხს, როგორ გვესახება მომავალში მერიის თანამშრომელთა რაოდენობის კორექტირება – რეორგანიზაცია მოხდება, რადგან 700-მდე თანამშრომელი არის და ზუსტად ჯერ არ ვიცი, რა რაოდენობაზე მოახდენს  საკრებულო შეჯერებას.

 

 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1911
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია