დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
სახელმწიფო რეპრესირებულებზე არ ზრუნავს
2013/04/29 14:59:20

რეპრესირებული მევლუდ ბობოხიძე სახელმწიფოს გადასახლებაში ნამყოფ პირთა უფლებების დარღვევაში სდებს ბრალს. როგორც მან დღეს ქუთაისში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, სახელმწიფო რეპრესირებულთა პენსიებსა და კომპენსაციებს არ ზრდის.

მევლუდ ბობოხიძე, რეპრესირებული: „1998 წლიდან, რაც დაგვენიშნა პენსია, იგივეა დღეს.  კომპენსაციების საკითხი უფრო რთულადაა. მეექვსე თვე დაიწყო, რაც პარლამენტში, პრემიერის სახელზე განცხადება შევიტანე,  მაგრამ პასუხი დღესაც არ მაქვს.

როდესაც სახელმწიფომ დაუნიშნა რეპრესირებულებს კომპენსაცია ორასი ლარის ოდენობით, სტრასბურგმა მიუთითა ხელისუფალთ, მიეღოთ ჭკვიანური კანონი, მაგრამ ამათმა მიიღეს სულელური კანონი, ამ ფაქტზე ამახვილებდა ყურადღებას პარლამენტარი დავით ბერძენიშვილი, რომელსაც აქვს ეს საქმე ჩაბარებული პარლამენტში. ბერძენიშვილი სხვაზე კარგად მსჯელობს, მაგრამ თვითონ რას აკეთებენ? აბსოლიტურად არაფერს. მაშინაც და ახლაც ყველა დუმილის პოლიტიკას იყენებს და ხალხს პასუხს არავინ სცემს. 200 ლარი რომ მომცეს კომპენსაციის სახით,  გავასაჩივრე, თუმცა, უშედეგოდ. პასუხად კი მივიღე - „სახელმწიფოს უჭირსო“, თვითონ რომ ირიგებენ პრემიებს, მაშინ არ უჭირს სახელმწიფოს? წერილობით პასუხს ვერ ვიღებ ვერც პარლამენტიდან და ვერც პრემიერიდან. მიზეზი ისაა, რომ სიმართლის დაწერა არ სურთ, ასე მიშორებენ თავიდან და დრო გაჰყავთ. რეპრესირებულთათვის ვერ იქნა და ვერ გამოიძებნა სახელმწიფოში თანხები. იმ მიზერულ დახმარებაზე მეტი  კი, რაც მათ ჩვენთვის გაიმეტეს, უწყებიდან უწყებაში სირბილში გვაქვს დახარჯული.“

მევლუდ ბობოხიძე აპირებს სახელმწიფოს მიერ გამოყოფილი ორასი ლარი სამ ნაწილად  გაყოს  და, როგორც თვითონ ამბობს, „სახელმწიფოს ყველაზე დიდ სამ ბოროტებას: შევარდნაძეს, სააკაშვილს და ივანიშვილს“ გაუგზავნოს, რადგან მიიჩნევს, რომ ისინი ფულის ავადმყოფები არიან, რომელთაც გაანადგურეს სახელმწიფო ბიუჯეტი.

არსებული მონაცემებით, საქართველოში 21 000 რეპრესირებული ცხოვრობს.

 

 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1738
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია