დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
საარჩევნო სიების დადგენის ფორმირება იცვლება
2013/04/29 14:47:06

პარლამენტის ინტერფრაქციული ჯგუფი საარჩევნო სიის ფორმირების საკითხს განიხილავს.

აღნიშნული ფორმირება, ბიომეტრულ პარამეტრებზე დაყრდნობით, ამომრჩეველთა სიის შედგენას ითვალისწინებს. როგორც უმრავლესობის წევრი და პროექტის ინიციატორი ზაქარია ქუცნაშვილი ამბობს, აქამდე ამომრჩეველთა სია დგებოდა ქაღალდზე ნაბეჭდი პირადობის მოწმობის საფუძველზე და ერთ მოქალაქეს ჰქონდა რამდენიმე რეკვიზიტი. მისივე თქმით, ბიომეტრული სურათის გადაღებით გამოირიცხება, რომ ერთმა მოქალაქემ გამოიყენოს რამდენიმე პასპორტი და ხმა მისცეს ერთზე მეტ საარჩევნო უბანზე.

„ერთხლ და სამუდამოდ საქართველოში ამომრჩეველთა სიის შედგენის საფუძველი იმდენად ობიექტური გახდება, რომ არავის ექნება საშუალება გააყალბოს სიის სიზუსტე. დღეს ვთავაზობთ ჩამოყალიბებულ პროექტს, თუ როგორ შეიძლება ბიუმეტრულ პარამეტრებზე დაყრდნობით შედგენილ იქნას ამომრჩეველთა ერთიანი სია“, - განაცხადა ქუცნაშვილმა.

მისივე განცხადებით, შესაძლოა, ეს ვერ მოესწროს საპრეზიდენტო არჩევნებისთვის, მაგრამ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩვნებისთვის აუცილებლად დასრულდება.

 

 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1680
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია