დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
რას ემსახურება წერეთლის უნივერსიტეტის დოკუმენტაციით პროკურატურის დაინტერესება?
2013/04/27 18:46:23

გარვცელებული ხმებით, მერად დაწუნებულმა ონიანმა უნივერსიტეტის რექტორობა ითხოვა

ქუთაისის მომავალი მერი მუდმივმოქმედმა კომისიამ უნდა აირჩიოს, თამაზ მარგველაშვილის თავმჯდომარეობით, თუმცა, უცნობი მიზეზების გამო,  შერჩევა დროში საეჭვოდ გაიწელა. მერობის რამდენიმე კანდიდატის ვინაობა კი უკვე ცნობილია. თავიანთი კანდიდატები ჰყავთ „ქართულ ოცნებას“, „ქართველ პატრიოტთა ალიანსს“ და „ნაციონალურ მოძრაობას“.

7-კაციანი კომისია წარმოდგენილ კანდიდატთაგან ერთზე შეჯერდება, რომელიც შემდეგ საკრებულოს წარედგინება დასამტკიცებლად, მაგრამ საინტერესოა საკრებულოს იმ ფრაქციის წევრები, რომლებიც უმრავლესობაში არიან, განიხილავენ და დაამტკიცებენ თუ არა კომისიის მიერ წარდგენილ მათთვის არასასურველ პირს? ვითარებას ისიც ამძაფრებს, რომ კულუარებში გავრცელებული ინფორმაციით, საკრებულოს წევრები უკვე წინასწარ იყვნენ შეჯერებული გიორგი ონიანის მერად დასამტკიცებლად, მაგრამ პრემიერმა ქუთაისის მომავალ მერად გამზადებული  გიორგი ონიანი დაიწუნა.

ონიანი აკაკი წერეთლის სახელმწიფო  უნივერსიტეტის ყოფილი რექტორია. არსებული ინფორმაციით მერად დაწუნებულმა ონიანმა უნივერსიტეტის რექტორობა ითხოვა, რაზედაც თანხმობა მიიღო. ონიანის რექტორად დასაბრუნებლად ნიადაგი უკვე მზადდება. პროკურატურა უნივერსიტეტის ფინანსურ დოკუმენტაციას სწავლობს, საინტერესოა, უნივერსიტეტის დოკუმენტაციით პროკურატურის დაინტერესება შემთხვევითა თუ ამჟამინდელი რექტორის, გიორგი ღავთაძის, თანამდებობიდან  გათავისუფლებას ემსახურება?

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1800
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია