დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
ყველაზე მეტი ემირგანტი ქალი ქუთაისიდანაა
2013/04/25 20:17:50

აზერბაიჯანის, სომხეთის და საქართველოს სხვა ქალაქების შემდეგ, ქუთაისში ლევან კოღუაშვილის  ფილმის „ქალები საქართველოდან“ ჩვენება გაიმართა.

„მადლობა ამერიკას, რომ მან საშუალება მოგვცა, აქ გვეცხოვრა და ჩვენი ოჯახები გამოგვეკვება“, – ამ დასკვნას აკეთებენ ფილმის პერსონაჟები, ქართველი ემიგრანტი ქალები. ფილმის ჩვენება Cinemobile Caucasus პროექტის ფარგლებში მოეწყო. 

ფილმი იმ სოციალურ გასაჭირს ეხება, რომელმაც უცხოეთში ქართველი ქალების მასიური გასვლა გამოიწვია. ქუთაისში ფილმის ჩვენება განაპირობა სტატისტიკამ, რომ საზღვარგარეთ ქალების ყველაზე დიდი ნაკადი სწორედ ქუთაისიდან გაედინება.

ფილმის პერსონაჟები ყვებიან ყველა იმ პრობლემაზე, რასთანაც უწევთ გამკლავება, მათ ორ სამყაროს შორის უწევთ არსებობა, ემიგრანტები სამშობლოში სოციალურ-ეკონომიური პრობლემების გამო ვერ ბრუნდებიან, ამერიკაში კი, როგორც სამშობლოში, ვერასოდეს გრძნობენ თავს.

 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1735
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია