დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
ვინ იმერებს ქუთაისში?
2013/04/23 21:36:05

რატომ გაიწელა დროში ქუთაისის მერის არჩევის კონკურსი?!

ქეთევან ლებანიძე

ქუთაისის მერობის სავარაუდო კანდიდატებზე საუბარი ჯერ კიდევ მაშინ დაიწყო, როცა ქალაქის საკრებულოს თავმჯდომარე ამირან ხვადაგიანი, „ამირან მუდმივად“ წოდებული, გადადგა. არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებს და „მეოცნებეებს“ დიდი იმედი ჰქონდათ, რომ მერს იგივე გზას მალევე გაუყენებდნენ. აქციის ფონზე, მოსახლეობასთან ერთად, საკრებულოს სხდომაზეც შეიჭრნენ, მაგრამ მოლოდინები არ გაუმართლდათ – ერთი „ნაციონალი“ მეორემ ჩაანაცვლა და საკრებულოს თავმჯდომარე თამაზ მარგველაშვილი გახდა.

ამ მოვლენების პარალელურად ქალაქში მალევე გავრცელდა ხმები „მეოცნებე” მერობის სავარაუდო კანდიდატებზე. ერთ–ერთ კანდიდატად მოიაზრებოდა სოზარ სუბარის მოადგილე გიგა გიორგაძე. თუმცა აღნიშნული ინფორმაცია გიორგაძის პრესცენტრში უარყვეს.

მეორე კანდიდატად დასახელდა ჯერ კიდევ მაშინ მოქმედი ვიცე-გუბერნატორი გოჩა თევდორაძე, რომელიც, ისე ჩანდა, „ოცნებისკენ“ მიიწევდა. თუმცა ოფიციალურად თანამდებობა კი დატოვა, მაგრამ ოფიციალურად „ოცნებაში“ არ გადასულა. ყოფილი „ნაციონალებისგან“ დაკომპლექტებულ პარტიას „საქართველოს პატრიოტთა ალიანსს“ შეუერთდა.

ამის შემდეგ „ნაცმოძრაობის“ ყოფილმა წევრებმა საკრებულოში „ნაციონალი მერის” ბესიკ ბრაგაძის იმპიჩმენტის პროცედურა წამოიწყეს და მიზანსაც მიაღწიეს. ქუთაისის ადგილობრივი თვითმმართველობის მუდმივმოქმედი საკონკურსო-საატესტატო კომისიის თავმჯდომარედ თამაზ მარგველაშვილი დაინიშნა. როგორც ცნობილია, კომისია შვიდწევრიანი იქნება. საკრებულოს დეპუტატებით და სამოქალაქო სექტორის წამომადგენლებით დაკომპლექტდება. კომისიის წევრების დაკომპლექტება წინა კვირაში უნდა მომხდარიყო, მაგრამ გაურკვეველი მიზეზების გამო ისევ გადაიდო. საკრებულოს პრესცენტრში პროცესის გაჭიანურების შესახებ კომენტარს არ აკეთებენ და აღნიშნავენ, რომ მერის შესარჩევი კომისია, სავარაუდოდ, იმ კვირაში დაკომპლექტდება.

შიდაპარტიული განხილვები  ისევ მიმდინარეობს და პარტიები ვერ შეჯერდნენ მერობის კანდიდატებზე. როგორც აღმოჩნდა, კომისიის წევრების დაკომპლექტებაც განხილვის დონეზეა.

ციცი ჯინჯიხაძე (პარტია „საქართველოს პატრიოტთა ალიანსის“ ქუთაისის ორგანიზაციის საზოგადოებასთან ურთიერთობის მენეჯერი):

„ჩვენი პარტია განიხილავს მერობის კანდიდატს. ჩვენი ფრაქცია არის უმრავლესობაში, შედგება 10 წევრისგან ლოგიკას თუ დავეყრდნობით, უმრავლესობა ჩვენ ვართ და ვისაც მხარს დავუჭერთ, ის იქნება ქალაქის მერი.”

ამ ეტაპზე საკრებულოს ქართული „ოცნების” ფრაქციის თავმჯდომარე, მამუკა მღვდელაძეც თავს იკავებს მერობის კანდიდატის დასახელებისგან:

„არის რამდენიმე კანდიდატი, მაგრამ  თავს შევიკავებ დასახელებისგან, მანანა მიქაძეს დაუკავშირდით, მე არ ჩამოგითვლით.”

დავუკავშირდით მანანა მიქაძეს, „ქართული ოცნების“ ქუთაისის ორგანიზაციის ხელძღვანელს:

„არის ქუთაისის მერობის სამი კანდიდატურა. მხოლოდ რაოდენობას გეტყვით, სახელს და გვარს არ დაგისახელებთ, რადგან თანხმობაც არ გვაქვს მათი და, შესაბამისად, უხერხულია წინასწარ ამაზე საუბარი,“ – აცხადებს მიქაძე.

 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1668
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია