დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
წიგნის საერთაშორისო დღე წიგნის გარეშე ჩაივლის
2013/04/23 14:06:13

23 აპრილი წიგნის საერთაშორისო დღეა, თუმცა საავტორო უფლებების დარღვევის გამო, ქართული გამომცემლობები პროტესტის ნიშნად ტრადიციულ წიგნის ბაზრობას არ გამართავენ. მდგომარეობა იქამდეც მივიდა, რომ დღეს რამდენიმე წიგნის მაღაზიაც დაიკეტება. გავრცელებული ინფორმაციით, გამომცემელთა პროტესტს არ შეუერთდება პალიტრა L-ის მაღაზიათა ქსელი „ბიბლუსი.“

როგორც გამომცემლობათა ხელმძღვანელები აცხადებენ, დღევანდელი პროტესტის მიზეზი საავტორო უფლებების დარღვევაა  და დღეს არსებული მდგომარეობაა, გამოც გამომცემლებს სოლიდარობა წიგნის სხვადასხვა მაღაზიებმა გამოუცხადეს.

გასულ წლებში წიგნის საერთაშორისო დღე სისტემატიურად აღინიშნებოდა. თავისუფლების მოედანზე  გამომცემლობებს ჰქონდა თავისი კუთხე, სადაც სხვადასხვა წიგნები იყო გამოფენილი.

 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1686
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია