დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
საპატრიარქო ID ბარათებთან დაკავშირებით გამართულ აქციას ემიჯნება
2013/04/22 00:39:30

საქართველოს საპატრიარქო ID ბარათებთან დაკავშირებით  იუსტიციის სამინისტროსთან  გამართულ აქციას ემიჯნება.

"საინფორმაციო საშუალებებიდან გახდა ცნობილი, რომ დღეს იუსტიციის სამინისტროსთან მოეწყო საპროტესტო აქცია ახალი ID ბარათების შემოღებასთან დაკავშირებით და აქციის ხელმძღვანელები საპატრიარქოს სახელითაც მოქმედებდნენ. განვმარტავთ, რომ საქართველოს საპატრიარქოს აღნიშნულ ღონისძიებასთან არავითარი კავშირი არ აქვს", - ნათქვამია საპატრიარქოს პრეს-სამსახურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

ელექტრონული პირადობის წინააღმდეგ საპროტესტო აქცია სასულიერო პირებმა და მართლმადიდებელმა მრევლმა დღეს იუსტიციის სამინისტროსთან გამართა. როგორც აქციის ერთ-ერთმა ორგანიზატორმა ზაზა ნანობაშვილმა "ინტერპრესნიუსს" განუცხადა, დღევანდელი აქციის მთავარი მოთხოვნაა, ახალმა ხელისუფლებამ დაუშვას ალტერნატიული პირადობის მოწმობები.

 "ეს არის ადამიანის უფლებების დარღვევა, როდესაც სავალდებულოა ელექტრონული ID პირადობის მოწმობების აღება. ჩვენი მოთხოვნაა, რომ მასთან ერთად დაშვებული იყოს ალტერნატიული პირადობის მოწმობები. ჩვენ ამ მოთხოვნას წინა ხელისუფლების პერიოდშიც ვაჟღერებდით, თუმცა არაფერი შეცვლილა, მაგრამ არაფერი შეცვლილა ახალი ხელისუფლების მოსვლის შემდეგაც" - აღნიშნა ნანობაშვილმა.

ID ბარათებთან დაკავშირებით იუსტიციის სამინისტროს YouTube-ის ოფიციალურ არხზე სპეციალური ვიდეორგოლი გავრცელდა. 6-წუთიან რგოლში განმარტებულია, რას ნიშნავს ID ბარათი, რა ინფორმაციაა დატანილი მასზე და ჩიპზე, რომელიც მეხსიერების ბარათია.

ვიდეორგოლში ნათქვამია, რომ "მოსაზრება იმის თაობაზე, რომ ID ბარათი იგი ანტიქრისტეს ბეჭედია, მცდარია".

 ID ბარათების გაცემა იუსტიციის სამინისტრომ 2011 წლის პირველი აგვისტოდან დაიწყო და ამ დრომდე ნახევარ მილიონ მოქალაქეს აქვს იგი აღებული.

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1622
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია