დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
ნაციონალების მხარდამჭერები თბილისისკენ დაიძრნენ
2013/04/19 12:07:56

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ დღევანდელ აქციას ქუთაისის მერიის თანამშრომლებიც შეუერთდებიან?

 

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ დღევანდელ აქციას რეგიონებიც უერთდებიან, სოციალურ ქსელებში უკვე გავრცელდა თბილისისკენ  დაძრული კოლონების ფოტოები. 
„ნაციონალური მოძრაობის“ აქციაში მონაწილეობას, სავარაუდოდ, ქუთაისის მერიის 20-მდე თანამშრომლიც მიიღებს, რომლებმაც სპეციალურად დღევანდელი დღისთვის შვებულება აიღეს.

ამ დროის ინფორმაციით, როგორც თბილისში, ასევე რეგიონებში, არც ერთ საჯარო სამსახურს მუშაობა არ შეუწყვეტია.

რამდენიმე არასამთავრობო ორგანიზაცია კი აპირებს დღეს საჯარო სამსახურებში მონიტორინგი ჩაატაროს და აღწეროს იმ პირთა სია, რომლებიც სამუშაო საათებში არასაპატიო მიზეზთა გამო სამსახურში არ გამოცხადდებიან. 
შეგახსენებთ, რომ დღევანდელ აქციას მსვლელობის სახე არ ექნება. გამომსვლელები რუსთაველის გამზირზე შეკრებილ მხარდამჭერებს სპეციალურად დამონტაჟებული სცენიდან 16:00 საათზე მიმართავენ.

სოციალურ ქსელებშივე გავრცელდა ინფორმაცია, რომ დღევანდელ აქციას განათლების ყოფილი მინისტრის, კახა ლომაიას ორგანიზებით, მხარდაჭერას გამოუცხადებენ ნიუ-იორკში.

„გთხოვთ, შეატყობინოთ თქვენს მეგობრებს, ახლობლებს და ნაცნობებს, ვინც ნიუ-იორკში და მახლობლად ცხოვრობენ, რომ 19 აპრილს 18 საათზე მანჰეტენზე იმართება პატრიოტთა დიდი აქცია. მივმართავ მათ,  ვისაც 19 აპრილს ათიათასობით პატრიოტის ხილვა აშინებს! პატრიოტების პასუხი იქნება: ვერ შეგვაშინებთ, ვერ გაგვაჩუმებთ და ვერ გაგვთიშავთ!" - აცხადებს კახა ლომაია. 

 

 

 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1755
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია