დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
სამსახურიდან უსამართლოდ გათავისუფლებულებს „ნაციონალები“ აქციაზე ეპატიჟებიან
2013/04/19 13:21:26

დღევანდელ აქციას საპარლამენტო უმცირესობის ლიდერი ირმა ნადირაშვილი ეხმიანება. იგი აცხადებს, რომ რეგიონებიდან მომავალ კოლონებს პოლიცია გადაადგილებაში ხელს არ უშლის, თუმცა აღნიშნავს, რომ საჯარო დაწესებულებებში და კერძო სტრუქტურებში კვლავ დადიან ზედამხედველობის სამასახურის წარმომადგენლები და თანამშრომლებს ხელს აწერინებენ, რომ აქციაზე არ წავლენ.

მისივე განცხადებით, დღევანდელ აქციას დაესწრებიან მაია სორდია და სოფო კვარაცხელია. ეს ადამიანები მესტიის გამგეობიდან გათავისუფლებული თანამშრომლები არიან, რომლებიც სასამართლომ აღადგინა თანამდებობებზე.

როგორც ნადირაშვილმა აღნიშნა, ეს ქალბატონები არიან იმის მაგალითი, რომ ბრძოლას აქვს აზრი. „ვინც თვლის, რომ უსამართლოდ გამოუშვეს სამსახურიდან, ყველას ვეპატიჟებით დღეს 16:00-ზე რუსთაველის გამზირზე.“– აღნიშნა ნადირაშვილმა.

 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1748
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია