დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
სახალხო დამცველი 2012 წლის ანგარიშს არასამთავრობო სექტორს აცნობს
2013/04/16 17:10:33

2013 წლის 16-20 აპრილს საქართველოს სახახალხო დამცველი შეხვედრებს მართავს დასავლეთ საქართველოში და არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლებს, ჟურნალისტებს და სტუდენტებს 2012 წელს საქართველოში ადამიანის  უფლებათა და თავისუფლებათა დაცვის მდგომარეობის შესახებ ანგარიშს წარუდგენს.

ანგარიშის წარდგენის ფარგლებში უჩა ნანუაშვილი დღეს ქუთაისში იმყოფებოდა, სახალხო დამცველი დილით წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტში სტუდენტებს შეხვდა, მოგვიანებით წარმოდგენილი ანგარიში კი სახალხო დამცველის იმერეთის ოფისში არასამთავრობო ორგანიზაციებს გააცნო.

უჩა ნანუაშვილი, სახალხო დამცველი: „ანგარიში მოიცავს ყველა იმ საკითხს, რომელიც არის აქტუალური საქართველოში, ამიტომ გადავწყვიტე, პარლამენტში მისვლამედე ანგარიში გავაცნო არასამთავრობო ორგანიზაციებს. გავეცნო მათ მოსაზრებებს და რეკომენდაციებს 2012 წლის ანგარიშთან დაკავშირებით.“

შეხვედრაზე მყოფ არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენელთა განცხადებით, სახალხო დამცველის აპარატთან ურთიერთობა მნიშვნელოვანია, ვინაიდან სახალხო დამცველის აპარატი დღეისათვის არის ერთადერთი ორგანიზაცია, რომელიც საქართველოში ადამიანის უფლებებს იცავს. ასევე აღნიშნავენ, რომ უჩა ნანუაშვილის მიერ წარმოდგენილი ანგარიში 2012 წელს საქართველოში ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა დაცვის მდგომარეობის შესახებ კომპეტენტურია.

დღეს საღამოს კი უჩა ნანუაშვილი პარლამენტში უმრავლესობასთან გამართავს  შეხვედრას. ანგარიში 776-გვერდიანია და, შესაბამისად, მისი მოცულობის გამო სახალხო დამცველი პარლამენტში კომიტეტებთან შეხვედრას ორ ეტაპად გამართავს.

 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1850
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია