დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
„აკორდი“ „ძვირი“ მუშების „იაფით“ ჩანაცვლებს აპირებს
2013/04/16 16:59:45

დღეს გეგუთში ქუთაისის შემოვლითი გზის მშენებლობაზე დასაქმებული მძღოლები გაიფიცნენ. მძღოლების გაფიცვის მიზეზი მათთვის  დღიური ხელფასის შემცირება გახდა.

როგორც გაფიცული მუშები აცხადებენ, ისინი ყოველდიურად 25 ლარს იღებდნენ. გუშინ კი ყოველგვარი გაფრთხილების გარეშე, მათ კომპანიამ, შპს „აკორდმა“ ხელფასი 5 ლარით შეუმცირა.

აღნიშნული  გზის მონაკვეთზე გაფიცული მუშები, დაახლოებით ორი წელია, მუშაობენ. ისინი აზერბაიჯანულმა ფირმამ, შპს „აკორდმა“ დაასაქმა, რომელიც ამ დრომდე მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით კომენტარს არ აკეთებს.

მოგვიანებით გაფიცულმა მუშებმა პარლამენტთან გადაინაცვლეს და დახმარება ითხოვეს.  

გაფიცულთა განცხადებით, მათი უკამყოფილება, ხელფასის შემცირების გარდა, იმ ფაქტმაც გამოიწვია, რომ მანქანის  დაზიანების შემთხვევაში, ხელმძღვანელობა  ჯარიმებს მათ უწერს.  პარლამენტთან მოსვლამდე გაფიცულები  ხელმძღვანელობასთან შეიკრიბნენ  და მოლაპარაკება სცადეს. მაგრამ, როგორც გაირკვა, კომპანიის წარმომადგენლებმა გაფიცულებს პირიქით წაუყენეს მოთხოვნები. მათ გაფიცულებს  განუცხადეს: ან მათი  პირობებით იმუშაონ, ან სამუშაოდან  წავიდნენ, ხოლო მათ ადგილზე კი სხვებს, უფრო იაფად, 10 ლარად დაასაქმებენ.

მძღოლების აქციას პროფკავშირების გაერთიანების იმერეთის ოფისის წარმომადგენლები შეუერთდნენ, რომლებიც საქმის შესასწავლად მზადყოფნას გამოთქვამენ.

 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 2425
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია