დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
მკვლელობა ქუთაისში
2013/04/15 12:44:15

გა­სულ კვი­რას ვარ­ლა­მიშ­ვი­ლის ქუ­ჩის ნო­მერ 4-ში მდებარე კორ­პუს­ში, ნა­ქი­რა­ვებ ბინა­ში, მე­ზობლებმა იპო­ვეს გარ­დაც­ვლი­ლი მა­მა­კა­ცი, რო­მე­ლიც ხაშუ­რის რა­ი­ო­ნის მკვიდ­რი, 43 წლის და­ვით წი­ქა­რიშ­ვი­ლი აღ­მოჩ­ნდა.

რო­გორც ბინის მფლობელის მა­მა, ზა­ალ ებანო­ი­ძე აცხადებს, მი­სი ქა­ლიშ­ვი­ლის­გან წი­ქა­რიშ­ვილ­მა სა­მი თვის წინ იქი­რა­ვა ბინა. მი­სი თქმით, გარ­დაც­ვლილს პი­რა­დად არ იც­ნობდა.

„არ ვი­ცი მი­სი გვა­რი და სახელი, ერ­თი სა­ა­თის წინ და­რე­კეს მე­ზობლებმა, შე­ნი ქა­ლიშ­ვი­ლის ბინა­ში გვა­მი იპო­ვე­სო. ძალ­ზე გა­ოგ­ნებული ვარ. რო­გორც ვი­ცი, გარ­დაც­ვლი­ლი თბილი­სუ­რი ფირ­მის წარ­მო­მად­გე­ნე­ლი იყო ქუ­თა­ის­ში. ჩემ­მა შვილ­მა თქვა, ხში­რად არ იმყოფება ბინა­შიო. ფუ­ლი­ა­ნი არ ჩან­და, ქი­რის ორი თვის ფუ­ლი წვა­ლებით გა­ის­ტუმ­რა,“ - გა­ნუცხადა psnews.ge-ს ზა­ალ ებანო­ი­ძემ.

ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს დე­ტექ­ტივ-გა­მომ­ძიებელ­მა და­ვით კუხია­ნი­ძემ და­ა­დას­ტუ­რა, რომ გარ­დაც­ვლი­ლი 43 წლის, ხაშუ­რის რა­ი­ო­ნის მკვიდ­რი და­ვით წი­ქა­რიშ­ვი­ლია. გარ­დაც­ვლი­ლი, სა­ვა­რა­უ­დოდ, ყაჩა­ღობის მსხვერ­პლი გახდა.

„პირ­ვე­ლა­დი ინ­ფორ­მა­ცი­ით, ჩვენ გა­მოვცხად­დით მი­თი­თებულ მი­სა­მარ­თზე, დაწყებულია გა­მო­ძიება. ტარ­დება შემთხვე­ვის ად­გი­ლის დათ­ვა­ლი­ე­რება, გა­მოკ­ვლე­უ­ლი იქ­ნება სა­სა­მარ­თლო ექ­სპერ­ტი­ზის ეროვ­ნულ ბიუ­რო­ში. შემ­დეგ შეგ­ვიძ­ლია, პრეს­სამ­სახურის სა­შუ­ა­ლებით მო­გა­წო­დოთ დაწ­ვრი­ლებითი ინ­ფორ­მა­ცია,“ - გა­ნაცხადა და­ვით კუხია­ნი­ძემ.

ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტრომ 12 აპ­რილს გა­ავ­რცე­ლა მომხდა­რი ფაქ­ტის შე­სახებ ინ­ფორ­მა­ცია.

ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს იმე­რე­თის, რა­ჭა-ლეჩხუმი­სა და ქვე­მო სვა­ნე­თის სამხარეო მთა­ვა­რი სამ­მარ­თვე­ლოს, ქუ­თა­ი­სის სა­ქა­ლა­ქო სამ­მარ­თვე­ლოს, ტყიბულის რა­ი­ო­ნუ­ლი სამ­მარ­თვე­ლო­სა და იმე­რე­თის კონ­ტრდაზ­ვერ­ვის სამ­მარ­თვე­ლოს თა­ნამ­შრომ­ლებმა, ერ­თობლი­ვად ჩა­ტა­რებული ოპე­რა­ტი­ულ-სამ­ძებრო ღო­ნის­ძიების შე­დე­გად, გან­ზრახ მკვლე­ლობის ბრალ­დებით, წარ­სულ­ში ყაჩა­ღობის­თვის ნა­სა­მარ­თლე­ვი, 1992 წელს დაბადებული გი­ორ­გი ხ. და­ა­კა­ვეს.

გა­მო­ძიებამ და­ად­გი­ნა, რომ და­კა­ვებულ­მა  2013 წლის 11 აპ­რილს, ქუ­თა­ის­ში, ვარ­ლა­მიშ­ვი­ლის ქუ­ჩა­ზე, საცხოვ­რებელ ბინა­ში, ურ­თი­ერ­თშე­ლა­პა­რა­კების ნი­ა­დაგ­ზე, ბლაგ­ვი საგ­ნით  თა­ვის არე­ში სა­სიკ­ვდი­ლო და­ზი­ა­ნებები მიაყენა 1965 წელს დაბადებულ და­ვით წი­ქა­რიშ­ვილს. გი­ორ­გი ხ.-მ მოკ­ლუ­ლის ზურ­გჩან­თა, მობილუ­რი ტე­ლე­ფო­ნი და სა­ფუ­ლე გა­ი­ტა­ცა და შემთხვე­ვის ად­გი­ლი­დან მი­ი­მა­ლა.

სა­მარ­თალ­დამ­ცვე­ლებმა, ოპე­რა­ტი­უ­ლი ღო­ნის­ძიებების შე­დე­გად, ბრალ­დებული და­ნა­შა­უ­ლის ჩა­დე­ნი­დან რამ­დე­ნი­მე სა­ათ­ში და­ა­კა­ვეს.

და­კა­ვებული აღი­ა­რებს ჩა­დე­ნილ და­ნა­შა­ულს.

გა­მო­ძიება სისხლის სა­მარ­თლის კო­დექ­სის 108-ე მუხლით (გან­ზრახ მკვლე­ლობა) მიმ­დი­ნა­რეობს. და­ნა­შა­უ­ლი 7-დან 15 წლამ­დე პა­ტიმ­რობას ით­ვა­ლის­წი­ნებს. ძიების მსვლე­ლობისას, შე­საძ­ლოა, საქ­მე გა­დაკ­ვა­ლი­ფი­ცირ­დეს და გი­ორ­გი ხ-ს  სისხლის სა­მარ­თლის სხვა მუხლებითაც წა­რედ­გი­ნოს ბრალ­დება.

 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1707
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია