დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
გია თევდორაძე: „სამწუხაროდ, ზოგიერთ ჩემს თანაგუნდელს პრინციპულობა და ნებისყოფა არ აღმოაჩნდა“
2013/04/04 19:13:13

ქუთაისის ყოფილი მერი და ამჟამად უმცირესობის წევრი გია თევდორაძე ქუთაისის საკრებულოში ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობიდან“ დეპუტატების წასვლის ფაქტს პარლამენტიდან გამოეხმაურა.

თევდორაძის განცხადებით, არსებულ სიტუაციაში ოპოზიციაში ყოფნა ძალიან მძიმე ტვირთია. დღეს საქართველოში ოპოზიციონერობა პოლიტიკურ წნეხთან, დისკომფორტთან და ერთგვარი პრინციპების დაცვასთან არის გაიგივებული.
„არიან ადამიანები, რომლებიც ყველაფერ ამას ღირსეულად ართმევენ თავს, ჩვენდა საბედნიეროდ. თუმცა, სამწუხაროდ, არიან ადამიანები, ჩემი ყოფილი თანაგუნდელები, რომლებსაც შესაბამისი პრინციპულობა და ნებისყოფა არ აღმოაჩნდათ. სწორედ პრინციპულობისა და ნებისყოფის არაღმოჩენის პრეცენდენტი იყო ქუთაისში. ჩვენთვის ამას არანაირი მნიშვნელობა არ აქვს, ჩვენ ღრმად ვართ დარწმუნებული იმ პოლიტიკური ხედვების სისწორეში, რომელიც „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“ გააჩნია.

ინფორმაციისთვის: ქუთაისის მერიაში დღეს გამართული ბრიფინგზე დადასტურდა, რომ საკრებულოს ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ შვიდმა დეპუტატმა დატოვა. საკრებულოს დამოუკიდებელი დეპუტატის კახა ნემსიწვერიძის განცხადებით, ის  რვა წელი იყო ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“  თავმჯდომარე და თვლის,  რომ ამ დროისთვის ფრაქციაში თავისი შესაძლებლობები ამოწურა, ამიტომ მიიღო გადაწყვეტილება, ფრაქცია დატოვოს.

ქუთაისის საკრებულოს „ნაციონალი“ დეპუტატები „ქართველ პატრიოტთა ალიანსში“ გაწევრიანდნენ.

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1700
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია