დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
„საერთო სასამართლოების შესახებ“ კანონზე პარლამენტში რიგგარეშე სხდომაზე იმსჯელებენ
2013/03/25 12:58:35

საქართველოს პარლამენტის უმრავლესობის წევრის, მანანა კობახიძის განცხადებით, „საერთო სასამართლოების შესახებ“ კანონპროექტის მიღება იმის გამო გაჭიანურდა, რომ ის დასკვნის მოსამზადებლად ვენეციის კომისიას გადაეგზავნა. მისივე თქმით, მათი მხრიდან ვენეციის კომისიის ძირითადი მითითებები გათვალისწინებულია.

„სამწუხაროდ, მოქმედი სასამართლო კორპუსი ძალიან დიდ გავლენას განიცდიდა და განიცდის, სწორედ პოლიტიკური ზეგავნელაა მთავარი პრობლემა, რომელიც სასამართლო ხელისუფლების დაღია მთელი ამ წლების განმავლობაში. მე ძალიან კარგად მახსოვს, როგორ დაიწყო სააკაშვილმა სასამართლო ხელისუფლების რეფორმა, პირდაპირ აიძულებდნენ ადამიანებს, გადამდგარიყვნენ თანამდებობებიდან. დღეს არის ძალიან მნიშვნელოვანი დღე, ჩვენ მოვიწვიეთ რიგგარეშე სხდომა იმისთვის, რომ  მესამე მოსმენით სწორედ „საერთო სასამართლოების შესახებ“ მიგვეღო კანონი და ასევე არაერთი სხვა კანონი, რომელიც ვერ დასრულდა პარასკევის დღის წესრიგში. სამწუხაროდ, პრეზიდენტმა უარი უთხრა პარლამენტს „საერთო სასამართლოების შესახებ“ კანონის პროექტის განხილვაზე და ამოიღო დღის წესრიგიდან.“– განაცხადა კობახიძემ.

მისივე თქმით, იმ შემთხვევაში, თუ პრეზიდენტი ვეტოს გამოიყენებს, ის ისევე იქნება დაძლეული, როგორც ეს „ამნისტიის კანონთან" დაკავშირებით მოხდა.

„სამწუხაროდ, სააკაშვილი ვერ თმობს იმ სასამართლოს, რომელიც მთელი ამ ცხრა წლის განმავლობაში იყო მისი პოლიტიკური დიქტატის ქვეშ. „ერთიან ნაციონალურ მოძრაობაშიც“ კი დისკომფორტს განიცდიან, რომ მათი პოლიტიკური ლიდერი ახირებული ადამიანია, რომელიც მზად არის, საკუთარ ახირებებს ქვეყანა გადააყოლოს. იმ გამოსვლაშიც კი, რომელიც პრეზიდენტმა საკონსტიტუციო ცვლილებებზე კენჭისყრის დასრულებისას გამართა, იგი გაღიზიანებული იყო არა მხოლოდ საპარლამენტო უმრავლესობის წევრებზე, არამედ უმცირესობაზეც."-განაცხადა კობახიძემ და იქვე დასძინა, რომ სააკაშვილის გამო რთულ მდგომარეობაში არიან უმცირესობის წევრები: მიხეილ მაჭავარიანი, გიგი წერეთელი და დავით ბაქრაძე.

 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1629
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია