დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
იმერეთში 205 დევნილი ოჯახი ბინებით დაკმაყოფილდება
2013/03/18 16:03:44

იმერეთის რეგიონში მცხოვრებ დევნილთათვის საცხოვრებელი ბინების გადანაწილება იწყება, რაც გრძელვადიანი განსახლების კრიტერიუმთა შესაბამისად მოხდება. აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით დევნილთა და განსახლების მინისტრმა დავით დარახველიძემ დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

„ქალაქ ტყიბულში უახლოეს პერიოდში მზად იქნება 35-ბინიანი საცხოვრებელი სახლი, სამტრედიაში 84-ბინიანი საცხოვრებელი, ორი სახლი იქნება მზად წყალტუბოში: ერისთავის ქუჩაზე 49-ბინიანი სახლი და ყოფილი „სტატისტიკის შენობა“,  სადაც 17 დევნილი ოჯახი შესახლდება, ქუთაისში დადიანის ქუჩაზე კი 20- ბინიანი სახლი. მთლიანობაში იმერეთის რეგიონში დევნილი ოჯახებისათვის  205 ბინა გვექნება. ერთი თვის განმავლობაში დევნილთა სამინისტროს ქუთაისის სამმართველო მიიღებს დევნილებს და დაეხმარება მათ, რომელთაც 19 წლის მანძილზე არ მიუღიათ ფართები, შეავსონ განაცხადები, რომელიც კრიტერიუმების მიხედვით საცხოვრებელი ფართების გადანაწილებას ითვალისწინებს,“ - განაცხადა მინისტრმა.

მისივე თქმით, ქუთაისის სამმართველოში მივლენილი სპეციალისტები ერთი კვირის მანძილზე დევნილებს მონაცემთა სრულყოფილად აღნუსხვაში  დაეხმარებიან.

მინისტრი არ გამორიცხავს, რომ გადანაწილებასთან დაკავშირებით რაიმე სახის წინააღმდეგობები შეიქმნას, მაგრამ იმედოვნებს, რომ დევნილებთან ერთად ბინების სამართლიანი და ობიექტური გადანაწილების პროცესი ბოლომდე იქნება მიყვანილი.

 

 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1651
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია