დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
სასჯელის შეკრებითობის პრინციპი შესაძლოა, გაუქმდეს
2013/03/04 22:26:36

პარლამენტში იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე, სასჯელის შეკრებითობის პრინციპის გაუქმებასთან დაკავშირებით იმსჯელეს.

მომზადებული კანონპროექტის მიხედვით, სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილებები შევა, რომლის მიხედვითაც სასჯელის შეკერებითობას შთანთქმის პრინციპი შეცვლის. რომელიც, თავის მხრივ, გულისხმობს, რომ საბოლოო განაჩენის გამოტანისას უფრო მკაცრი სასჯელი ნაკლებად მკაცრს შთანთქავს და ბრალდებულს იმდენი წელი მიესჯება, რამდენსაც ჩადენილი დანაშაულებებიდან უფრო მკაცრი გულისხომბს.

დანაშაულის განმეორების შემთხვევაში კი,საბოლოო სასჯელის დანიშვნისას, უფრო მკაცრი სასჯელი ნაკლებად მკაცრს შთანთქავს, ან ნაწილობრივ ან მთლიანად ამ დანაშაულთათვის განსაზღვრული სასჯელები შეიკრიბება.

ამასთან,რეციდივის დროს ვადიანი თავისუფლების აღკვეთის სახით დანიშნული საბოლოო სასჯელის ვადა, 30 წელს არ უნდ ააღემატობოდეს.

დეპუტატები თვლიან, რომ აღნიშნული ცვლილებები საერთო ჯამში პროგრესულია, თუმცა, არსებობს გარკვეული ხარვეზები და შენიშვნები.

„როგორც მოქალაქე და საზოგადოების წევრი, მივესალმები იმას, რომ კანონი გახდეს უფრო ლიბერალური ჩემი თანამოქალაქეების მიმართ. თუმცა, განსასაზღვრია ის შედეგები, რომელიც შეიძლება, აღნიშნული კანონის ძალაში შესვლამ გამოიწვიოს. ეს იურისპრუდენციაში გარკვეული ადამიანების კომპეტენციაა და მე ვფიქრობ, რომ კანონი თუ უფრო ლიბერალური გახდება, ეს საზოგადოებაში მიმდინარე პროცესებს მხოლოდ და მხოლოს ხელს შეუწყობს. არსებობს იმის საშიშროებაც, რომ ქვეყანაში დანაშაულის დონემ აიწიოს და ეს მეტი პრევენციის განხორციელების ვალდებულებას ანიჭებს სამართალდამცავ ორგანოებს“ - აღნიშნა გია თევდორაძემ.

„საკანონმდებლო ინიციატივა იმასთან დაკავშირებით, რომ სასჯელთა უპირობო შეკრებითობის პრინციპი უნდა გაუქმდეს, პროგრესულია. ვინაიდან სრული შეკრებითობის დროს ხდებოდა არაადეკვატურად მძიმე სასჯელის შეფარდება და შემდეგ ამ მძიმე სასჯელიდან გამომდინარე, ხდებოდა მაღალი თანხობრივი ვაჭრობა. არ მიმაჩნია სწორად, რომ არსებული პრაქტიკა შეიცვალოს სრული შთანთქმის პრინციპით. ვინაიდან ვთვლი, რომ ამ შემთხვევაში მძიმე დანაშაულის ჩამდენმა პირმა იცის, რომ ნაკლებად მძიმე დანაშაულებებისთვის არ დაისჯება. ამ შემთხვევაში სასჯელის შემკავებლობის ფუნქცია ნაკლებად მძიმე დანაშაულისთვის აღარ იმუშავებს. ამ ხარვეზს შეიცავს ეს კანონპროექტი და მე მიმაჩნია, რომ უმჯობესი იქნება, გარკვეული გრადაცია მოხდეს. მაგალითად, სრული შთანთქმა მოხდეს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ პირს ნაკლებად მძიმე დანაშაული აქვს ჩადენილი, ხოლო თუ დანაშაულთა ერთობლიობა შედგება მძიმე ან ნაკლებად მძიმე დანაშაულებებისგან, ამ შემთხვევაში დაშვებული იყოს შთანთქმაც და ნაწილობრივი შეკრებაც, ხოლო თუ დანაშაული შედგება მძიმე და განსაკუთრებით მძიმე დანაშაულებებისგან, არ შეიძლებოდეს შთანთქმა და გამოყენებული იყოს ნაწილობრივი ან სრული შეკრებითობის პრინციპი. მეორე მოსმენის დროს არ არის გამორიცხული ალტერნატიული საკანონმდებლო ცვლილებაც იყოს შეთავაზებული. თუმცა, როგორც კომიტეტმა, ასევე მე, ხმა მივეცით, როგორც პრინციპს, რომ სრული შეკრებითობა უნდა გაუქმდეს“ - განაცხადა შალვა შავგულიძემ.

აღნიშნული საკანონმდებლო პროექტის ავტორი შალვა თადუმაძეა.

„განხილვის დროს იყო კითხვები, მაგრამ კომიტეტმა  საბოლოოდ მხარი დაუჭირა ამ ინიციატივას.  დანაშაულის ზრდას რაც შეეხება ჩვენ რომ ასე ვფიქრობდეთ , მაშინ ამ ინიციატივას არ განვიხილავდით“ - აღნიშნა თადუმაძემ.

სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილებების შეტანის შემთხვევაში, ახალი კანონი იმ პირებსაც შეეხებათ, რომლებიც სასჯელს უკვე იხდიან. პატიმრებს, რომლებიც სასჯელს შეკრებითობის პრინციპით იხდიან, საშუალება ექნებათ, სამი თვის ვადაში მიმართონ სასამართლოს, სასჯელის გაუქმების შესახებ.

იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა აღნიშნული კანონპროექტი მხოლოდ პირველი მოსმენით განიხილა. საკითხს ამ კვირაში დაგეგმილ პლენარულ სხდომაზეც დააყენებენ.

ნათია მატარაძე

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1755
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია