დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
არასამთარობოები კანონის დაცვას მოითხოვენ
2013/02/20 13:10:33

ქუთაისში მოქმედი არასამთავრობო ორანიზაციების განცხადება

დღეს დემოკრატიული ჩართულობის ქუთაისის ცენტრის დარბაზში ქუთაისში მოქმედმა არასამთავრობო ორგანიზაციებმა გაავრცელეს ერთობლივი განცხადება ქუთაისში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით. განცხადებას ხელს აწერს ქუთაისში მოქმედი სხვადასხვა არასამთავრობო ორგანიზაცია. ამასთან, ნებისმიერ ორგანიზაციას შეუძლია,  შეუერთდეს ამ განცხადებას.

სხვა შენიშვნებთან ერთად, ქუთაისში მოქმედი არასამთავრობო ორგანიზაციები ადგილობრივი და  ცენტრალური ხელისუფლებისაგან მოთხოვენ, რომ ნებისმიერ თანამდებობაზე კადრის მიღება მოხდეს საჯარო სამსახურის კანონის შესაბამისად კონკურსის საფუძველზე; ყოველი თვის ბოლოს გამოქვეყნდეს დეტალური ინფორმაცია მერიის სარეზერვო ფონდიდან გაწეული ხარჯების შესახებ; განისაზღვროს ადმინისტრაციული ხარჯების ზედა ზღვარი ადგილობრივი ბიუჯეტის საკუთარი შემოსულობების მიმართ; უახლოეს მომავალში დაიწყოს მუშაობა 2014 წლის ადგილობრივი ბიუჯეტის პროექტზე.

თამარ ფაჩულია, საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის ქუთაისის ფილიალის თავმჯდომარე: „დღევანდელი შეხვედრით და განცხადებით ვეხმიანებით თვითმმართველობის მიერ განხორციელებულ მოვლენებს, ჩვენ ვინარჩუნებთ პოლიტიკურ ნეიტრალიტეტს,  პოლიტიკურ პროცესებში ჩართულ თითოეულ მხარეს მოვუწოდებთ, დაიცვან კანონმდებლობა და ჩვენი ქვეყნის მიერ აღიარებული საერთაშორისო ვალდებულებები, გამოიჩინონ ერთმანეთისა და მთლიანად საზოგადოების მიმართ პატივისცემა და პოლიტიკური პროცესები წარმართონ მშვიდ და კონსტრუქციულ რეჟიმში“.

პაატა კლდიაშვილი, საქართველოს ახალგაზრდა ეკონომისტთა ასოციაციის იმერეთის წარმომადგენლობის დირექტორი: „ეს განცხადება ემსახურება იმას, რომ კიდევ უფრო გავაძლიეროთ კოორდინაცია ერთმანეთთან, ერთობილვად გადავწყვიტოთ პრობლემები და, საბოლოო ჯამში, მნიშვნელოვანი შედეგები დავდოთ ჩენი პროექტებისა.“

განცხადებაზე ხელის მომწერი ორგანიზაციები გამოთქვამენ მზადყოფნას, ითანამშრომლონ ყველა მხარესთან, ვინც გაიზიარებს მასში მოცემულ წინადადებას.

ზანდა გოტიაშვილი

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1669
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია