დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
ლევან მამალაძე დაბრუნდება, ოღონდ – არა პოლიტიკაში
2013/01/29 12:10:40

ქვემო ქართლის ყოფილი გუბარნატორი ლევან მამალაძე საქართველოში დაბრუნებას გეგმავს.

„გამოჩნდა იმის შანსი, რომ სიმართლე ითქვას და ყველა ადამიანს თავის მართლების საშუალება მიეცეს იმ წნეხისგან გამოსვლისა, რომელიც ჩამოყალიბებული იყო. ახლა ის დრო დადგა, როდესაც სამართალს თავის შეფასება მიეცა, რისი საშუალებაც ადრე ნამდვილად არ იყო.“ – აცხალებს შევარდნაძის მთავრობის ერთ-ერთი ყველაზე აქტიური წევრი ლევან მამალაძე. იგი ქვემო ქართლის ყოფილი გუბერნატორი იყო და საქართველოდან მას შემდე წავიდა, რაც სასამართლომ ქრთამის აღებისა და კორუფციის მიზეზით 17 წლით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა. იგი ინტერპოლის წითელი ცირკულარით იძებნება.

„სააკაშვილის დავალებით პროკურატურამ აიღო ჩემი დეკლარაცია და ჩათვალა, რომ რაც იქ მიწერია, ეს ყველაფერი ქრთამია და სადღაციდან აღებული, რომ მე ვიყავი უქონელი და არაფერი არ უნდა მქონოდა. მტკიცებულება პროკურატურას არ გააჩნია. ჩვენ ყველა მტკიცებულება წარვუდგინეთ. მე მხოლოდ იმიტომ მდევნიდნენ, რომ სააკაშვილის აქტიური პოლიტიკური ოპონენტი ვიყავი", - ამბობს მამალაძე და აღნიშნავს, რომ
პოლიტიკურ საქმინობას არ აპირებს.

„პოლიტიკასთან დაკავშირებით არ მინდა, რომ რაიმე მოძრაობები განვახორციელო იმიტომ, რომ იმ მორევში, სადაც ვიყავი, უკან დაბრუნება ნამდვილად არ მინდა. ამ ხნის განმავლობაში ძალიან ბევრი პოლიტიკური კაპიტალი დაგროვდა და ბევრი ადამიანი პოლიტიკური კონსულტაციისთვის დღესაც მიკავშირდება", - განაცხადა მამალაძემ.  

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1760
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია