დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
რუსთაველისა და ოპერის თეატრები მმართველებმა დატოვეს
2013/01/24 14:41:38

გურამ ოდიშაირიამ კომენტარი გააკეთა თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრის დირექტორის დავით საყვარუელიძის  გათავისუფლებასთან დაკავშირებით. მინისტრი თვლის, რომ ხდება განახლების პროცესები და მისი პოსტიდან წასვლაც სწორედ ამის შედეგია.

"მას შევთავაზეთ ჩვენ სამხატვრო ხელმძღვანელი ყოფილიყო უკვე მშობლიურად ქცეულ ოპერისა და ბალეტის თეატრში, სადაც 9 წელი იმოღვაწა. განახორციელა შესანიშნავი პროექტები. ძალიან დიდი მადლობა მას ამისთვის, მაგრამ აქვე უნდა ვთქვათ, რომ ყველაფერი არის განახლებადი, განვითარებადი და ჩვენ გვინდა, რომ ოპერისა და ბალეტის თეატრი სხვა რაკურსით და ახალი აღმასვლით ვნახოთ", - განაცხადა ოდიშარიამ. 

დავით საყვარელიძის ოპერისა და ბალეტის თეატრიდან წასვლას ეხმაურება დირიჟორი ჯან ლუკა მარჩიანო, რომელიც თვლის, რომ გადაწყვეტილების მიღებამდე კულტურის სამინისტრო კოლექტივს უნდა შეხვედროდა. ოპერის თეატრის ხელმძღვანელობის კანდიდატად დირიჟორი გიორგი ჟორდანია სახელდება.

მმართველის გარეშე დარჩა რუსთაველის თეატრიც. ზაალ ჩიქობავა აცხადებს, რომ თეატრში მის დარჩენას აზრი არ აქვს, ხოლო ბოლო წერტილი მისი ას გადაწყვეტილებისა იყო ის, რომ მას აიძულებდნენ ხელი მოეწერა მსახიობებთან სამთვიან, მოკლევადიან კონტრაქტებისთვის.

მინისტრი ოდიშარია თვლის, რომ ჩიქობავამ სწორი გადაწყვეტილება მიიღო.

"რუსთაველის თეატრთან ჩვენი თანამშრომლობა ეს არის მაგალითი იმისა, თუ როგორ არ გვინდა ჩვენ, რომ ბრძანებით რაიმე ვერტიკალური გადაწყვეტილება მივიღოთ. ჩვენ მათთან ერთად მივედით ამ დასკვნამდე. დიდი მადლობა ზაალ ჩიქობავას, რომ მან გადაწყვიტა, რომ ჩვენ ერთად ვერ ვმუშაობდით და ჯობდა, სიტუაციას გარიდებოდა. მოდის დიდი მაესტრო, ის იქნება მმართველი", - განაცხადა ოდიშარიამ. 

ასე რომ, ამიერიდან რუსთაველის თეატრის ერთპირვნული მმართველი და სამხატვრო ხელმძღვანელი რობერტ სტურუა იქნება.

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1650
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია