დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
დათო ტურაშვილი: „პარლამენტი უნდა დარჩეს ქუთაისში“
2013/01/24 14:20:10

„ვინმე თუ მეტყვის არგუმენტირებულ მიზეზს, თუ რატომ არ უნდა იყოს პარლამენტი ქუთაისში, შეიძლება ამ ახსნას დავეთანხმო.“ – განაცხადა ქუთაისში, აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტეში მწერალმა დათო ტურაშვილმა საჯარო ლექციაზე, რომელიც სტუდენტური ორგანიზაცია „იმპულსი 91“-ის ორგანიზებით გამართა.

მწერალი არ ეთანხმება იმ მოსაზრებას, რომ პარლამენტი თბილისში უნდა დაბრუნდეს. მის განცხადებით, ჯერ არავის აუხსნია არგუმენტირებულად, რატომ არ უნდა დარჩეს პარლამენტი ქუთაისში.

„ასეთი ახსნა მე ჯერ არ მომისმენია. მე რომ დეპუტატი ვიყო ჩემი სურვილით, რომ, რაც შეიძლება მალე გადავიდეს პარლამენტი დედაქალქში, შეურაცხყოფას მივაყენებდი იმ ხალხს, იმ ქალაქს, სადაც ეს პარლამენტია განთავსებული. ყველაფრის დედაქალაქში თავმოყრის სურვილი ეს არასახელმწიფოებრივი, საბჭოური მიდგომაა. ხშირად ამბობენ, რომ აი, დავით აღმაშენებლმა ხომ გადმოიტანა დედაქალაქი თბილისში ქუთაისიდან. ესე იგი, თბილისი უფრო მნიშვნელოვანია. აღმაშენებელმა იმიტომ გადმოიტანა დედაქალაქი მაშინ, რომ  ქართულ სახელმწიფოებრიობას იქ უჭირდა, აღმოსავლეთ საქართველოში. ამით გააძლიერა სახელმწიფო. დღეს ქართულ სახელმწიფოებრიობას უჭირს დასავლეთ საქართველოში, ამიტომ პარლამენტი უნდა დარჩეს ქუთაისში. თანაც დედაქალაქი ვალშია ქუთაისის მიმართ“, - განაცხადა დათო ტურაშვილმა.

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1734
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2022 საავტორო უფლებები დაცულია