დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
ქუთაისელები პარლამენტის თბილისში გადატანას აპროტესტებენ
2012/12/24 13:27:32

ქუ­თა­ი­სის არა­სამ­თავ­რობო სექ­ტო­რი განცხადებას ავ­რცე­ლებს, „ნი­უ­პოსტს“ ის ცო­ტა ხნის წინ მი­ა­წო­დეს და გთა­ვა­ზობთ უც­ვლე­ლად.

„ღია წე­რი­ლი სა­ქარ­თვე­ლოს პარ­ლა­მენტს!

სა­ქარ­თვე­ლოს ხელი­სუფ­ლების მი­ერ, სა­მი წლის წინ მი­ღებულ იქ­ნა პო­ლი­ტი­კუ­რი გა­დაწყვე­ტი­ლება, ქვეყნის სა­კა­ნონ­მდებლო ორ­გა­ნოს ქუ­თა­ის­ში გა­და­ტა­ნის შე­სახებ. ეს გა­დაწყვე­ტი­ლება შემ­დგომ­ში ქვეყნის კონ­სტი­ტუ­ცი­ა­ში შე­საბამი­სი ცვლი­ლებითაც აი­სახა. ხელი­სუფ­ლების ეს ნაბიჯი, ისე­ვე რო­გორც სხვა უამ­რა­ვი (სიღ­ნა­ღის, ბათუ­მის, ქუ­თა­ი­სის, მეს­ტი­ის, მცხეთის, ახალ­ციხის და სხვა მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტების ის­ტო­რი­უ­ლი-კო­მუ­ნა­ლუ­რი-სო­ცი­ა­ლუ­რი ინ­ფრას­ტრუქ­ტუ­რის რეაბილი­ტა­ცი­ის და განსა­კუთ­რებული ზო­ნების სტა­ტუ­სის მი­ნი­ჭება), სა­ქარ­თვე­ლოს კონ­სტი­ტუ­ცი­ის 31-ე მუხლით ხელი­სუფ­ლების­თვის მი­ნი­ჭებული უფ­ლება-მო­სი­ლებით იყო გა­მაგ­რებული. კონ­სტი­ტუ­ცი­ის ეს მუხლი ხელი­სუფ­ლებას ავალ­დებულებს, იზ­რუ­ნოს ქვეყნის მთე­ლი ტე­რი­ტო­რი­ის თა­ნაბარი სო­ცი­ა­ლურ-ეკო­ნო­მი­კუ­რი გან­ვი­თა­რების­თვის. პარ­ლა­მენ­ტის სა­სახლის მშე­ნებლობის პა­რა­ლე­ლუ­რად, ქუ­თა­ის­ში გად­მო­ტა­ნილ იქ­ნა ცენ­ტრა­ლუ­რი ხელი­სუფ­ლების სხვა­დასხვა რგო­ლები: კონ­ტრო­ლის პა­ლა­ტა, ენერ­გო და წყლის მა­რე­გუ­ლი­რებელი კო­მი­სი­ა, ინ­ფრას­ტრუქ­ტუ­რი­სა და რე­გი­ო­ნუ­ლი გან­ვი­თა­რების სა­მი­ნის­ტრო, რეაბილი­ტა­ცია ჩა­უ­ტარ­და ქა­ლა­ქის ცენ­ტრა­ლურ ნა­წილს, და­იწყო ახალი, სა­ერ­თა­შო­რი­სო აე­რო­პორ­ტის მშე­ნებლობა და ა.შ.

მარ­თა­ლია, ჩვენ, ქუ­თა­ი­სე­ლებს, არ გვქო­ნია შან­სი ზე­მო­თაღ­ნიშ­ნუ­ლი ცვლი­ლებების შე­სახებ საჯარო დის­კუ­სი­ა­ში მიგ­ვე­ღო მო­ნა­წი­ლეობა, მაგ­რამ ამ ცვლი­ლებებით გა­მოწ­ვე­უ­ლი სი­კე­თეების და­ნახვაც, ვფიქ­რობთ, უმა­დუ­რობა იქ­ნებოდა. ცენ­ტრა­ლუ­რი ხელი­სუფ­ლების სხვა­დასხვა სტრუქ­ტუ­რუ­ლი ქვე­და­ნაყოფების ქუ­თა­ის­ში გად­მო­ტა­ნამ, რო­მე­ლიც დაგ­ვირ­გვინ­და პარ­ლა­მენ­ტის ქუ­თა­ის­ში დამ­კვიდ­რებით, გა­ზარ­და ქა­ლა­ქის რო­ლი ქვეყნის პო­ლი­ტი­კურ ცხოვ­რებაში და მი­სი სა­ერ­თა­შო­რი­სო ცნობადობა, რა­საც, შე­საბამი­სად, მოჰყვა სა­ინ­ვეს­ტი­ციო კლი­მა­ტის გა­უმჯობესება. ამას მოჰყვა ქუ­თა­ის­ში უძ­რა­ვი ქო­ნების ღი­რებულების გაზ­რდა, გა­ი­ზარ­და მოთხოვ­ნა და­მა­ტებით სერ­ვი­სებზე. რა­მაც, თა­ვის მხრივ, მომ­სახურების სფე­რო­ში ახალი ბიზ­ნე­სობიექ­ტების გა­ჩე­ნა გა­მო­იწ­ვია. ქუ­თა­ის­ში საგ­რძნობლად გა­ი­ზარ­და ში­და და სა­ერ­თა­შო­რი­სო ტუ­რიზ­მი. ქვეყნის პო­ლი­ტი­კუ­რი ფუნ­ქციების გარ­კვე­უ­ლი ნა­წი­ლის ქუ­თა­ი­სის­თვის დე­ლე­გი­რებამ, გა­ა­ჩი­ნა ქა­ლა­ქის და მთე­ლი იმე­რე­თის სა­ზო­გა­დოების პო­ლი­ტი­კუ­რი აქ­ტი­ვობის გაზ­რდის იმე­დი. ქუ­თა­ი­სის­თვის გაზ­რდი­ლი ად­მი­ნის­ტრა­ცი­უ­ლი და ბიზ­ნეს ფუნ­ქციები ქმნი­და იმე­რე­თის რე­გი­ო­ნის უფ­რო სწრა­ფი ტემ­პებით გან­ვი­თა­რების წი­ნა­პი­რობებს.

ყოვე­ლი­ვე ამ ცვლი­ლებამ ქუ­თა­ისს, რო­გორც სი­დი­დით ქვეყნის მე­ო­რე ქა­ლაქს,  გა­უ­ჩი­ნა  შან­სები,   გა­მო­სუ­ლიყო იმ პო­ლი­ტი­კუ­რი და ეკო­ნო­მი­კუ­რი სტაგ­ნა­ცი­ი­დან, რო­მელ­შიც ის წი­ნა სა­უ­კუ­ნის 90-ია­ნი წლების და­საწყისი­დან ჩა­ვარ­და და რომ­ლი­დან თა­ვის დაღ­წე­ვას სა­კუ­თა­რი მწი­რი რე­სურ­სებით უშედ­გოდ ცდი­ლობდა.
ამჟამად ქვეყნის უმაღ­ლეს სა­კა­ნონ­მდებლო ორ­გა­ნო­ში გა­ნიხილება სა­კონ­სტი­ტუ­ციო ცვლი­ლების პრო­ექ­ტი, რომ­ლის მი­ზა­ნიც ქუ­თა­ი­სი­დან პარ­ლა­მენ­ტის გა­და­ტა­ნაა. ამ ინი­ცი­ა­ტი­ვის გა­სა­მარ­თლებლად გა­მოთ­ქმუ­ლი არ­გუ­მენ­ტები შე­იძ­ლება რამ­დე­ნი­მე პუნ­ქტად ჩა­მოყალიბდეს:

* ქუ­თა­ის­ში პარ­ლა­მენ­ტის შე­ნახვა უფ­რო ძვი­რია, ვიდ­რე თბილის­ში.

* პარ­ლა­მენ­ტსა და მთავ­რობას შო­რის არ­სებული მან­ძი­ლი (220 კი­ლო­მეტ­რი) გა­არ­თუ­ლებს კო­მუ­ნი­კა­ცი­ას.

* პარ­ლა­მენ­ტის შე­ნობა არა­კომ­ფორ­ტუ­ლია.

* პარ­ლა­მენ­ტა­რებს ქუ­თა­ის­ში კო­მუ­ნა­ლუ­რი პრობლე­მები გექ­ნებათ.

 

რაც შეეხება ქუ­თა­ის­ში პარ­ლა­მენ­ტის შე­ნახვის სიძ­ვი­რეს, არ­სებობს ალ­ტერ­ნა­ტი­უ­ლი გათ­ვლები, რომ­ლის მიხედ­ვით ქუ­თა­ის­ში პარ­ლა­მენ­ტის შე­ნახვა უფ­რო ია­ფი ჯდება ვიდ­რე თბილის­ში. ასეც რომ არ იყოს, წე­ლი­წად­ში რამ­დე­ნი­მე ათე­უ­ლი, ან თუნ­დაც ასე­უ­ლი ათა­სი ლა­რის და­ზოგ­ვა ნამ­დვი­ლად ვერ გა­და­წო­ნის იმ პო­ზი­ტი­ურ შე­დე­გებს, რა­საც პარ­ლა­მე­ტის ქუ­თა­ის­ში ფუნ­ქცი­ო­ნი­რება მო­ი­ტანს.

და­ნარ­ჩე­ნი არ­გუ­მენ­ტებიდან ზო­გი­ერ­თი (კო­მუ­ნი­კა­ცი­ის სირ­თუ­ლეებზე აპე­ლი­რება კო­მუ­ნი­კა­ციების სა­უ­კუ­ნე­ში) ღი­მი­ლის­ მომ­გვრე­ლი­ა, ზო­გიც (ჯერ კი­დევ ბოლომ­დე და­უმ­თავ­რებელი შე­ნობის არა­კომ­ფორ­ტუ­ლობა) მარ­ტი­ვად გა­დაწყვე­ტა­დი. ბოლო კი (პარ­ლა­მენ­ტა­რების კო­მუ­ნა­ლუ­რი პრობლე­მები) - გა­მა­ღი­ზი­ა­ნებელი და გა­უ­გებარი სა­ქარ­თვე­ლოს მო­სახლეობის უდი­დე­სი ნა­წი­ლის­თვის.
უნ­და ვა­ღი­ა­როთ, რომ, სამ­წუხაროდ, ვდგა­ვართ ფაქ­ტის წი­ნა­შე, რო­დე­საც ჩვე­ნი ქვეყნის რჩე­უ­ლები, დე­პუ­ტა­ტები, რომ­ლებსაც სა­ქარ­თვე­ლოს მო­სახლეობამ ნდობის მან­და­ტი მი­ა­ნი­ჭა, გა­ნიხილა­ვენ სა­კონ­სტი­ტუ­ციო(!) ცვლი­ლებას, რომ­ლის არ­სიც მა­თი­ვე კო­მუ­ნა­ლუ­რი პი­რობების გა­უმჯობესებაზე ზრუნ­ვაა.
პა­ტივ­ცე­მუ­ლო დე­პუ­ტა­ტებო, მიგ­ვაჩ­ნია რომ, სა­ქარ­თვე­ლოს სი­დი­დი­თა და მნიშ­ვნე­ლობით მე­ო­რე ქა­ლა­ქი, გა­გებით ვერ მო­ე­კი­დება და მხარს ვერ და­უ­ჭერს პარ­ლა­მენ­ტის ქუ­თა­ი­სი­დან გა­და­ტა­ნის ინი­ცი­ა­ტი­ვას, ვერ და­ირცხვენს იმის გა­მო, რომ ხალხის რჩე­ულ­თა 24 სა­ა­თი­ა­ნი  წყალ­მო­მა­რა­გება      ვერ       უზ­რუნ­ველყო.    მიგ­ვაჩ­ნი­ა,     რომ    სა­ქარ­თვე­ლოს   მო­სახლეობამ იმი­ტომ აგირ­ჩი­ათ - პრობლე­მები გა­დაჭ­რათ და არა იმი­ტომ, რომ პრობლე­მებს გა­ექ­ცეთ.

მო­გი­წო­დებთ, არ შეც­ვა­ლოთ კონ­სტი­ტუ­ცია კი­დევ ერთხელ, არ წა­არ­თვათ ქუ­თა­ის­სა და რე­გი­ო­ნის მო­სახლეობას პო­ლი­ტი­კურ პრო­ცე­სებში მე­ტი ჩარ­თუ­ლობის გან­ცდა. და­უ­ტო­ვეთ შან­სი, მი­ი­ღონ თქვე­ნი სიახლო­ვით გა­მოწ­ვე­უ­ლი ეკო­ნო­მი­კუ­რი ეფექ­ტი და, რაც მთა­ვა­რი­ა, არ აფიქ­რებინოთ, თით­ქოს­და 3500-წლო­ვა­ნი ის­ტო­რი­ის ქა­ლაქს თქვენს ღირ­სად არ თვლი­დეთ.

 

ნუ წაგ­ვარ­თმევთ პარ­ლა­მენტს!

 

„ლიბერა­ლუ­რი კლუბი“

„ქუ­თა­ი­სი სა­პარ­ლა­მენ­ტო ქა­ლა­ქი-რე­გი­ო­ნების გან­ვი­თა­რების­თვის“
„დე­მოკ­რა­ტი­ი­სა და თა­ვი­სუფ­ლების ცენ­ტრი“

„ასო­ცი­ცია ქა­ლები რე­გი­ო­ნების გან­ვი­თა­რების­თვის“

„ქუ­თა­ი­სის იუ­რისტ სტუ­დენ­ტთა ასო­ცი­ა­ცია“

„ევ­რო­პა ჩვე­ნი სახლია“

რა­დი­ო­კომ­პა­ნია „ძვე­ლი ქა­ლა­ქი“

გა­ზე­თი „ახალი გა­ზე­თი “

„რე­გი­ო­ნუ­ლი მე­დია ასო­ცი­ა­ცია“

ტე­ლე­რა­დი­ო­კომ­პა­ნია „რი­ო­ნი“

„სა­ზო­გა­დოება და სა­მარ­თა­ლი“

და­მო­უ­კი­დებელი ტე­ლე­კომ­პა­ნია „მე­გა-TV

„ქუ­თა­ი­სის სა­ინ­ფორ­მა­ციო ცენ­ტრი“

 

New Post

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1622
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია