დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
რა უნ­და და­ამ­ტკი­ცოს ირაკ­ლი ოქ­რუ­აშ­ვილ­მა?
2012/11/26 12:58:52

სა­ქარ­თვე­ლოს კი­დევ ერ­თი თავ­დაც­ვის მი­ნის­ტრია პა­ტიმ­რობაში. ირაკ­ლი ოქ­რუ­აშ­ვი­ლი საფ­რან­გე­თი­დან სა­ქარ­თვე­ლო­ში დაბრუნ­და და ის საზ­ღვარ­ზე­ვე და­­კა­ვეს. გავ­რცე­ლებული ინ­ფორ­მა­ციების თა­ნახმად, ყოფი­ლი მი­ნის­ტრი იმის­თვის დაბრუნ­და, რომ თა­ვი­სი უდა­ნა­შა­­ლობა სამ­შობლო­ში ამ­ტკი­ცოს და მან შე­სა­ნიშ­ნა­ვად იცო­და, სად აღ­მოჩ­ნდებოდა დაბრუ­ნების შემთხვე­ვა­ში, თუმ­ცა ეს სა­რის­კო ნაბიჯი მა­ინც გა­დად­გა.

 

 

„დღეს დი­ლით ირაკ­ლი ოქ­რუ­აშ­ვი­ლი სა­ქარ­თვე­ლო­ში დაბრუნ­და, რა­თა წარ­სდგეს მარ­თლმსაჯულების წი­ნა­შე და და­ეს­წროს აღ­ნიშ­ნულ სხდო­მას. იგი აც­ნობიე­რებს, რომ, მიუხედა­ვად დღე­ვან­დე­ლი პრო­ცე­სის შე­დე­გი­სა, უნ­და დარ­ჩეს პა­ტიმ­რობაში. ირაკ­ლი ოქ­რუ­აშ­ვი­ლი მზა­და­ა, სა­ქარ­თვე­ლო­ში დაბრუ­ნებულ­მა, სა­პა­ტიმ­რო­დან გა­აგ­რძე­ლოს თა­ვი­სი სი­მარ­თლის­თვის ბრძო­ლა, გა­ა­სა­ჩივ­როს მის მი­მართ დამ­დგა­რი უკა­ნო­ნო გა­ნა­ჩე­ნი, სხვა ნების­მი­ე­რი ქმე­დება და და­ამ­ტკი­ცოს სა­კუ­თა­რი უდა­ნა­შა­უ­ლობა, რის იმედ­საც ქვეყანა­ში მომხდა­რი ცვლი­ლებები აძ­ლევს,“ - ნათ­ქვა­მია „ქარ­თუ­ლი პარ­ტი­ის“ განცხადებაში, რო­მე­ლიც პარ­ტი­ამ ოქ­რუ­აშ­ვი­ლის დაბრუ­ნების­თა­ნა­ვე გა­ავ­რცე­ლა.

„ბოლო წლების გან­მავ­ლობაში ორი მი­ზა­ნი მქონ­და: ერ­თი - მი­შა მოგ­ვე­შო­რებინა და მე­ო­რე - სახლში დავბრუ­ნებულიყავი. მი­შას მო­შო­რება უკ­ვე ნა­წი­ლობრივ ბოლომ­დეა მიყვა­ნი­ლი, მიუხედა­ვად იმი­სა, რომ ეს სხვების მი­ერ არის გა­კე­თებული, ცო­ტა წვლი­ლი მა­ინც მაქვს შე­ტა­ნი­ლი. შე­იძ­ლება მო­ვითხოვო, რომ ზუს­ტად იქ ვიყო, სა­დაც ნა­ძი­რა­ლა ახალა­ია ჰყავთ,“ - გა­ნაცხადა ირაკ­ლი ოქ­რუ­აშ­ვილ­მა სა­ქარ­თვე­ლო­ში დაბრუ­ნებამ­დე „მე-9 არხისათ­ვის“ მი­ცე­მულ ინ­ტერ­ვი­უ­ში. მი­სი­ვე თქმით,  ახალ მთავ­რობას საკ­მა­რი­სი დრო აქვს, „ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი“ მთავ­რობის წევ­რებს ჩა­დე­ნი­ლი და­ნა­შა­უ­ლების­თვის პა­სუხი მოსთხოვოს.

„ქვეყანა­ში უსა­მარ­თლობა ჩნდება მას შემ­დეგ, რაც სახელ­მწი­ფო მარ­თლმსაჯულებას ვერ შე­ას­რუ­ლებს. წარ­სულ ხელი­სუფ­ლებას­თან  მი­მარ­თებაში თუ სახელ­მწი­ფო მარ­თლმსაჯულებას ვერ შე­ას­რუ­ლებს, მა­შინ ქარ­თველ ხალხს აქვს თა­ვი­სი მაკ­რა­ტე­ლი მარ­თლმსაჯულების შეს­რუ­ლების. ახალ მთავ­რობას საკ­მა­რი­სი დრო აქვს, რომ მათ მოსთხოვოს პა­სუხი ჩა­დე­ნი­ლი და­ნა­შა­უ­ლის­თვის,“ - აღ­ნიშ­ნა ოქ­რუ­აშ­ვილ­მა.

თავ­დაც­ვის ყოფი­ლი მი­ნის­ტრის ირაკ­ლი ოქ­რუ­აშ­ვი­ლის წი­ნა­აღ­მდეგ სა­მარ­თალ­წარ­მოებაში 4 საქ­მეა. აქე­დან სა­სა­მარ­თლო გა­დაწყვე­ტი­ლება მხოლოდ ერ­თზეა მი­ღებული. კერ­ძოდ, 2008 წლის 28 მარტს ოქ­რუ­აშ­ვილს ქრთა­მის აღების საქ­მე­ზე თა­ვი­სუფ­ლების 11 წლის ვა­დით აღ­კვე­თა მი­უ­საჯეს. გარ­და ამი­სა, თბილი­სის სა­ქა­ლა­ქო სა­სა­მარ­თლო­ში 2008 წლი­დან ოქ­რუ­აშ­ვი­ლის წი­ნა­აღ­მდეგ სამ­სახურებრი­ვი გულ­გრი­ლობის საქ­მე­ზე გა­მო­ძიება მიმ­დი­ნა­რეობს.

ამას­თან, ოქ­რუ­აშ­ვი­ლის წი­ნა­აღ­მდეგ საქ­მეს იძიებს ფი­ნან­სუ­რი პო­ლი­ცი­აც, საქ­მე გა­მო­ძიებაშია 2007 წლი­დან და მას უკა­ნო­ნო შე­მო­სავ­ლების ლე­გა­ლი­ზა­ცია - ფუ­ლის გა­თეთ­რება ბრალ­დება. სულ ბოლო საქ­მე, რო­მე­ლიც ოქ­რუ­აშ­ვი­ლის წი­ნააღ­მდეგ სა­სა­მარ­თლო­შია შე­სუ­ლი, უკა­ნო­ნო შე­ი­ა­რა­ღებული ფორ­მი­რებების შექ­ნას - ბან­დფორ­მი­რებების ფორ­მი­რებას ეხება.

თავ­დაც­ვის ყოფი­ლი მი­ნის­ტრის დაბრუ­ნებას გა­მოეხმა­უ­რა იუს­ტი­ცი­ის მი­ნის­ტრიც, რო­მელ­მაც გა­ნაცხადა, რომ ოქ­რუ­აშ­ვი­ლის სამ­შობლო­ში დაბრუ­ნება იმ მი­ზანს ემ­სახურება, მან თა­ვის სამ­შობლო­ში ამ­ტკი­ცოს სა­კუ­თა­რი უდა­ნა­შა­უ­ლობა. ასე­ვე, რო­გორც მი­ნის­ტრმა დას­ძი­ნა, ის, რომ ყოფი­ლი მი­ნის­ტრი პო­ლიტ­დევ­ნი­ლი იყო, არ ნიშ­ნავს მის უდა­ნა­შა­უ­ლობას.

„ჩვენ არ უნ­და დაგ­ვა­ვიწყდეს, ის პი­რობები, რა პი­რობებშიც ოქ­რუ­აშ­ვი­ლი პრაქ­ტი­კუ­ლად გა­ძე­ვებულ იქ­ნა ქვეყნი­დან წი­ნა ხელი­სუფ­ლების მი­ერ და რაც არ უნ­და დამ­ნა­შა­ვე იყოს, არა­ვის აქვს უფ­ლება, სა­კუ­თა­რი ქვეყნი­დან ძა­ლით აიყვა­ნოს და ძა­ლით ჩას­ვას თვით­მფრი­ნავ­ში. ჩვენ ირაკ­ლის მი­მართ გვაქვს სხვა­დასხვა პრო­ცე­დუ­რები წა­მოწყებული, მაგ­რამ არ­სებობს ასე­ვე პო­ლი­ტი­კუ­რი პრო­ცე­სი, რად­გან, რო­გორც იცით, პარ­ლა­მენ­ტი მას მი­იჩ­ნევს პო­ლი­ტი­კურ დევ­ნი­ლად და ის, რომ ოქ­რუ­აშ­ვი­ლი პო­ლი­ტი­კუ­რი დევ­ნი­ლი იყო წი­ნა ხელი­სუფ­ლების მხრი­დან ამა­ზე ვრცლად აქვს ნამსჯელი გერ­მა­ნი­ის და საფ­რან­გე­თის სა­სა­მარ­თლოებს. მთა­ვა­რი არის ერ­თი რამ: მე ვუ­ერ­თდები პო­ზი­ცი­ას, რომ ირაკ­ლი ოქ­რუ­აშ­ვი­ლი „ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი“ ხელი­სუფ­ლების მი­ერ იყო პო­ლი­ტი­კუ­რი დევ­ნი­ლი. მაგ­რამ ეს არა­ვი­თარ შემთხვე­ვა­ში არ ნიშ­ნავს, რომ, ავ­ტო­მა­ტუ­რად, ყვე­ლა იმ სა­ვა­რა­უ­დო ბრალ­დებას­თან და­კავ­ში­რებით, რაც არ­სებობს, არის უდა­ნა­შა­უ­ლო. ამას სჭირ­დება საქ­მის შეს­წავ­ლა. არ­სებობს აღ­ძრუ­ლი არა­ერ­თი სისხლის სა­მარ­თლის საქ­მე. მათ შო­რის გვახსოვს ბოლო ბრალ­დება, რო­მე­ლიც შე­ი­ა­რა­ღებული ფორ­მი­რებების ორ­გა­ნი­ზებას ეხება. 2011 წლის მა­ი­სის მოვ­ლე­ნების წინ. ამ ყვე­ლა­ფერს სჭირ­დება კვლე­ვა და მგო­ნი­ა, ოქ­რუ­აშ­ვი­ლის დაბრუ­ნების მი­ზა­ნი ეს არის, რომ ამ­ტკი­ცოს თა­ვი­სი სი­მარ­თლე,“ - გა­ნაცხადა იუს­ტი­ცი­ის მი­ნის­ტრმა თეა წუ­ლუ­კი­ან­მა. 

სა­პარ­ლა­მენ­ტო უმ­ცი­რე­სობის წარ­მო­მად­გენ­ლები კი ფიქ­რობენ, რომ თავ­დაც­ვის ყოფილ­მა მი­ნის­ტრმა გა­რან­ტიები მი­ი­ღო და იმი­ტომ გა­რის­კა. „ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რაობის“ წევ­რის ეკა ხერხეუ­ლი­ძის აზ­რით,  ირაკ­ლი ოქ­რუ­აშ­ვილს მა­ლე გა­ა­თა­ვი­სუფ­ლებენ. რო­გორც ხერხეუ­ლი­ძემ „პირ­Wელს“ გა­ნუცხადა, ჯერჯერობით, ვიდ­რე პრო­კუ­რა­ტუ­რის გა­დაწყვე­ტი­ლება ცნობილი არ იქ­ნება, შე­ფა­სებების გა­კე­თება რთუ­ლია.

„და­ვე­ლო­დოთ, რა ნაბიჯებს გა­დად­გა­მენ, თუმ­ცა, რო­გორც ჩანს, იუს­ტი­ცი­ის სა­მი­ნის­ტროს და პრო­კუ­რა­ტუ­რის პო­ზი­ცია ცალ­სახაა - მათ ირაკ­ლი ოქ­რუ­აშ­ვილ­თან გა­სარ­კვე­ვი არა­ფე­რი აქვთ,“ - გა­ნაცხადა ხერხეუ­ლი­ძემ.

სა­პი­რის­პი­როს ამ­ტკი­ცებს მმარ­თვე­ლი პო­ლი­ტი­კუ­რი ძა­ლა. პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრმა ბიძი­ნა ივა­ნიშ­ვილ­მა თავ­დაც­ვის ყოფი­ლი მი­ნის­ტრის ირაკ­ლი ოქ­რუ­აშ­ვი­ლის­თვის რა­ი­მე გა­რან­ტიების მი­ცე­მა კა­ტე­გო­რი­უ­ლად გა­მო­რიცხა.

რო­გორც ივა­ნიშ­ვილ­მა სას­ტუმ­რო „რე­დი­სონ­ში“ გა­მარ­თულ პრეს-კონ­ფე­რენ­ცი­ა­ზე გა­ნაცხადა, მან ოქ­რუ­აშ­ვი­ლის სა­ქარ­თვე­ლო­ში დაბრუ­ნების შე­სახებ მხოლოდ მას შემ­დეგ გა­ი­გო, რაც ოქ­რუ­აშ­ვი­ლი უკ­ვე სა­პა­ტიმ­რო­ში იჯდა.

„მე და სა­გა­რეო საქ­მე­თა მი­ნის­ტრი მა­ია ფანჯიკი­ძე რა­ღაც კონ­კრე­ტულ სა­კითხზე ვმსჯელობდით, რო­ცა მან მითხრა, რომ სა­ქარ­თვე­ლო­ში ოქ­რუ­აშ­ვი­ლი დაბრუნ­და. მე ამის შე­სახებ მარ­თლა არა­ფე­რი ვი­ცო­დი. მე არ გა­მოვ­რიცხავ, რომ რო­მე­ლი­მე მი­ნისტრს ჰქონ­და კავ­ში­რი მას­თან, თუმ­ცა ეს მხოლოდ მე­გობრობა იქ­ნებოდა და არა­ნა­ი­რი კავ­ში­რი არ ექ­ნებოდა სა­მარ­თალ­თან. პი­რობას ვდებ, რომ არა­ნა­ი­რი გა­რან­ტია არ ექ­ნება არა­ვის, ეს იქ­ნება ოქ­რუ­აშ­ვი­ლი, მე, თუ პრე­ზი­დენ­ტი. თუ ოქ­რუ­აშ­ვი­ლი დამ­ნა­შა­ვე­ა, ის აუ­ცი­ლებლად აგებს პა­სუხს და თუ სა­მარ­თლის წი­ნა­შე მარ­თა­ლი­ა, მა­შინ ის თა­ვი­სუ­ფა­ლი იქ­ნება,“ - გა­ნაცხადა პრე­მი­ერ­მა.  მი­სი­ვე თქმით, ოქ­რუ­აშ­ვი­ლის საქ­მე­ში მო­ნა­წი­ლეობას მხოლოდ სა­მარ­თალ­დამ­ცვე­ლი ორ­გა­ნოები მი­ი­ღებენ და, არა­ვი­თარ შემთხვე­ვა­ში, პო­ლი­ტი­კა არ ჩა­ე­რე­ვა.

თავ­დაც­ვის ყოფი­ლი მი­ნის­ტრის ნაბიჯს არა­ორ­დი­ნა­ლუ­რად აფა­სებს ექ­სპერ­ტი სო­სო ცის­კა­რიშ­ვი­ლი.

„რა­საკ­ვირ­ვე­ლი­ა, ეს ნაბიჯი არა­ერთხელ არის ნა­ფიქ­რი და ეს იმა­ზე მი­ა­ნიშ­ნებს, რომ ახალი ხელი­სუფ­ლების პი­რობებში მას, სამ­შობლო­ში დაბრუ­ნების შემთხვე­ვა­ში, საფრთხე არ ემუქ­რება. ამას­თა­ნა­ვე, ოქ­რუ­აშ­ვი­ლის დაბრუ­ნება იმა­ზე მეტყვე­ლებს, რომ ის აპი­რებს სა­მარ­თლებრი­ვი გზით იბრძო­ლოს. რაც შეეხება ახალ ხელი­სუფ­ლებას­თან ოქ­რუ­აშ­ვი­ლის კავ­შირს, მე მგო­ნი­ა, რომ ოქ­რუ­აშ­ვილს არა­ვი­თა­რი მო­ტი­ვა­ცია არ სჭირ­დება, რომ ვინ­მეს წი­ნა­აღ­მდეგ ჩვე­ნება მის­ცეს, რად­გან ის ამ­დე­ნი წე­ლი სა­ქარ­თვე­ლოს საზ­ღვრებს გა­რეთ იმი­ტომ ცხოვ­რობდა, რომ აი­ძუ­ლეს. დარ­წმუ­ნებული ვარ, რომ ის ყოველ­გვა­რი შე­ლა­მა­ზებისა და და­მა­ტების გა­რე­შე ძა­ლი­ან ბევრ ინ­ფორ­მა­ცი­ას გააჟღე­რებს,“ - გა­ნაცხადა ექ­სპერ­ტმა.

„ოქ­რუ­აშ­ვილს დიდ მნიშ­ვნე­ლობას ვერ მი­ვა­ნი­ჭებ, არ მგო­ნია, ის იმ დო­ნის ფი­გუ­რა იყოს, რომ მას­ზე სახელ­მწი­ფო პო­ლი­ტი­კა ავა­გოთ. ის სა­კუ­თარ თავ­ზე ლე­გენ­დის შექ­მნას და თა­ვის მა­ჩოდ წარ­მოდ­გე­ნას ცდი­ლობდა. ოქ­რუ­აშ­ვი­ლი მნიშ­ვნე­ლო­ვან ფი­გუ­რად თი­თონ სა­ა­კაშ­ვილს მი­აჩ­ნი­ა, რად­გან, რო­გორც ჩანს, მას იგი ფსი­ქო­ლო­გი­უ­რად დაჯაბნი­ლი ჰყავს,“ - გა­ნაცხადა გია ხუხაშ­ვილ­მა და დას­ძი­ნა, რომ ამ სა­კითხთან და­კავ­ში­რებით პრე­ზი­დენ­ტის განწყობა და კო­მენ­ტა­რი გან­სა­კუთ­რებით აინ­ტე­რე­სებს.

რაც შეეხება ოქ­რუ­აშ­ვი­ლის­თვის პო­ლი­ტი­კუ­რი დევ­ნი­ლის სტა­ტუ­სის მი­ნი­ჭებას, ხუხაშ­ვი­ლი აცხადებს, რომ სა­ქარ­თვე­ლო­ში დაბრუ­ნებული ექს-მი­ნის­ტრი ცალ­სახად პო­ლი­ტი­კურ დევ­ნი­ლად არ მი­აჩ­ნი­ა, თუმ­ცა მის საქ­მე­ში პო­ლი­ტი­კუ­რი დევ­ნის კომ­პო­ნენტს ხედავს.

თავ­დაც­ვის ყოფი­ლი მი­ნის­ტრის სამ­შობლო­ში  დაბრუ­ნებას უცხოუ­რი პრე­საც გა­მოეხმა­უ­რა. რო­გორც  გერ­მა­ნუ­ლე­ნო­ვა­ნი  გა­მო­ცე­მა „Ne­ue Zürcher Ze­itung“  წერს, „დევ­ნი­ლობაში გა­ტა­რებული ხუთი წლის შემ­დეგ, სა­და­ვო ქარ­თვე­ლი პო­ლი­ტი­კო­სი ირაკ­ლი ოქ­რუ­აშ­ვი­ლი თბილის­ში დაბრუნ­და. ოპო­ზი­ცია ამ მოვ­ლე­ნის უკან და­გეგ­მილ თა­მაშს ხედავს. ვი­თა­რება გა­ურ­კვე­ვე­ლია.“

რო­გორც სტა­ტი­ა­შია აღ­ნიშ­ნუ­ლი, ოქ­რუ­აშ­ვი­ლის სა­ქარ­თვე­ლო­ში დაბრუ­ნების გარ­შე­მო სხვა­დასხვა ვერ­სია ტრი­ა­ლებს. ეს დაბრუ­ნება, პარ­ლა­მენ­ტში იმ რე­ზო­ლუ­ცი­ის შეს­ვლი­დან რამ­დე­ნი­მე სა­ა­თის შემ­დეგ მოხდა, რო­მე­ლიც 184 პო­ლი­ტი­კუ­რი პა­ტიმ­რი­სა და 22 პო­ლი­ტი­კუ­რი დევ­ნი­ლის რეაბილი­ტა­ცი­ას ისახავს მიზ­ნად. მე­დი­ა­სა­შუ­ა­ლებები იუწყებოდ­ნენ, რომ კო­მი­სი­ას ოქ­რუ­აშ­ვი­ლის ყოფი­ლი ად­ვო­კა­ტი ხელ­მძღვა­ნე­ლობს.

„თბილის­ში ჩა­მოს­ვლის შემ­დეგ მან თვი­თონ გა­ნაცხადა, რომ ცხოვ­რებაში მხოლოდ ორი მი­ზა­ნი ჰქონ­და: პრე­ზი­დენტ სა­ა­კაშ­ვი­ლის ჩა­მო­შო­რება და სა­კუ­თა­რი უდა­ნა­შა­უ­ლობის საბოლო­ოდ დამ­ტკი­ცება. სა­ქარ­თვე­ლოს იუს­ტი­ცი­ის მი­ნის­ტრმა, თეა წუ­ლუ­კი­ან­მა ამ დრო­ი­სათ­ვის გა­ნაცხადა, რომ ოქ­რუ­აშ­ვი­ლის წი­ნა­აღ­მდეგ არ­სებული ბრალ­დება, ალბათ, მარ­თლაც პო­ლი­ტი­კუ­რი მო­ტი­ვების შემ­ცვე­ლია. თუმ­ცა ეს არ ნიშ­ნავს იმას, რომ მი­სი უდა­ნა­შა­უ­ლობა სრუ­ლებით დამ­ტკი­ცებულია,“ - აღ­ნიშ­ნუ­ლია სტა­ტი­ა­ში.

სა­ა­კაშ­ვი­ლის პარ­ტი­ის სახეები იუს­ტი­ცი­ის მი­ნის­ტრის განცხადებებში ოქ­რუ­აშ­ვილ­სა და ივა­ნიშ­ვი­ლის მთავ­რობას შო­რის გა­თა­მა­შებული გა­რი­გების და­მამ­ტკი­ცებელ საბუთს ხედა­ვენ. ისი­ნი ეჭ­ვობენ, რომ ოქ­რუ­აშ­ვი­ლის დახმა­რებით ყოფი­ლი ელი­ტის წი­ნა­აღ­მდეგ „პო­ლი­ტი­კუ­რი ნა­დი­რობა“ უფ­რო გაძ­ლი­ერ­დება - წერს „Nუ­გუ Züკსრუკ Zუ­შეგტპ.“

 

 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1563
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია