დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
რა უნდა იცოდეს დეპუტატმა
2012/09/24 14:33:03

ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის ქუთაისის ფილიალმა დაიწყო პროექტი „ჩემი ხმა პარლამენტში“, რომელიც განხორციელდება აღმოსავლეთ-დასავლეთის მართვის ინსტიტუტისა და საქართველოში საჯარო პოლიტიკის ადვოკატირებისა და სამოქალაქო საზოგადოების  განვითარების ფარგლებში,  რომლის მიხედვითაც არჩევნებში მონაწილე სუბიექტებს ექნებათ სრული ინფორმაცია მოსახლეობის საჭიროებების შესახებ.

საპროექტო ჯგუფის მიერ მონიტორინგის საფუძველზე დადგინდება, მოხდა თუ არა საარჩევნო პროგრამაში მოსახლეობის ინტერესების და მისი გადაჭრისათვის ზრუნვა,  თუ რა ესაჭიროება მოსახლეობას ქუთაისში და იმერეთის რეგიონში.
„მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატები თავიანთ წინასაარჩევნო პროგრამაში ნაკლებად ასახავენ იმ პრობლემატიკას, რაც აწუხებს კონკრეტული მუნიციპალიტეტის მაცხოვრებლებს და თავიანთ პროგრამებში უფრო მეტ აპელირებას აკეთებენ მათ ცენტრალური პარტიული ოფისებიდან მოსულ ცირკულარებზე. ჩვენი შეხვედრის მიზანია, რომ  მათ გაითვალისწინონ ამომრჩევლის პრობლემატიკა.“ – განაცხადა პროექტის კოორდინატორმა ნოდარ ჯიქიამ.

პროექტის კოორდინატორის თქმით, როდესაც დასრულდება არჩევნები და გვეყოლება იმერეთის მაჟორიტარი, პროექტი გადავა სხვა რეჟიმში: „ჩვენ მივიღებთ მონაწილეობას მოსახლეობასთან შეხვედრების დროს, რათა ამომრჩეველმა მიიღოს საკანონმდებლო ორგანოში მათთვის საჭირო კანონმდებლობის ინიცირებაში მონაწილეობა“.
 
მირიან ბერულავა

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1738
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია