დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
NDI-ის ახალი კვლევა
2012/07/12 17:13:56

NDI-ის კვლევის შედეგების მიხედვით, არჩევნების მოახლოვებასთან ერთად, მოსახლეობისთვის პრიორიტეტულად კვლავ დასაქმება რჩება. სწორედ ამ თემებზე გაიმართა, დღეს ქუთაისში, სასტუმრო „აიეტში“ შეხვედრა მედიასაშუალებების წარმომადგელბეთან. კვლევის თანახმად, ქუთაისის მოსახლეობისთვის უმთავრეს პრიორიტეტს სამუშაო ადგილები, ტერიტორიული მთლიანობა და ხელმისაწვდომი ჯანდაცვა წარმოადგენს მაშინ, როდესაც ფასების ზრდისა და ინფლაციის აქტუალურობის მაჩვენებლები უფრო დაბალია. გამოკითხულთა 52% პრიორიტეტულ საკითხად სამუშაო ადგილების შექმნას, 34% - ტერიტორიული მთლიანობის აღდეგენას, ხოლო 37% - ხელმისაწვდომ ჯანდაცვას ასახელებს. NDI-ის საქართველოს დირექტორმა, ლუის ნავარომ, ბრიფინგზე განაცხადა:

„ჩვენი ორგანიზაციის მიერ ჩატარებული თებერვლის კვლევასთან შედარებით, საქართველოს მოქალაქეების აზრი დემოკრატიისა და მათი ოჯახების მდგომარეობის შესახებ უარესობისკენ  შეიცვალა, ხოლო საქართველოში თავისუფალი, სამართლიანი არჩევნების ჩატარებისთვის მთავარ დაბრკოლებებს შორის, ამომრჩეველთა მოსყიდვამ სიებთან დაკავშირებული პრობლემები ჩაანაცვლა,“- განაცხადა ნავარომ.

 

 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1723
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია