დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
„საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს“ რეკომენდაციები - მთავრობას
2012/06/25 13:11:58

„რეგიონებში ჟურნალისტების შეურაცხყოფისა და დაშინების შემთხვევები განსაკუთრებით ბოლო კვირების განმავლობაში გახშირდა. ეს არის მოვლენა, რომელიც, შესაძლოა, 2012 წლის ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებს უკავშირდებოდეს. ასეთი ტენდენცია დიდ შეშფოთებას იწვევს და არჩევნების წინ თავისუფალი მედიის გარემოს უზრუნველსაყოფად ხელისუფლებამ და პოლიტიკურმა სუბიექტებმა ზომები ახლავე უნდა მიიღონ,“ - ასეთ დასკვნას აქვეყნებს „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო,“ აღნიშნულ განცხადებაში ისინი ასევე მიმოიხილავენ, თუ რა ვითარებაა ზოგადად საქართველოში მედიასა და ხელისუფლებას შორის.

 

ურთიერთობები მედიის დამოუკიდებელ და ადგილობრივ საშუალებებსა და ადგილობრივ თვითმმართველობებს შორის ხშირად დაძაბული და საკმაოდ ანტაგონისტურია. ბევრ ადგილობრივი თანამდებობის პირს არ სურს მედიასთან ისაუბროს და საზოგადოებაში განვითარებულ მოვლენებზე კომენტარი გააკეთოს. შედეგად, ჟურნალისტები ხშირად აწყდებიან სირთულეებს ადგილობრივი საკითხების თაობაზე, ხელისუფლების შეხედულებებისა და საჯარო დოკუმენტების მიღებასთან დაკავშირებით.

„საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო“ რეკომენდაციებს აძლევს მთავრობას, რათა მედიას მუშაობა გაუადვილდეს. რეკომენდაციები ასეთია:

სამართალდამცავმა ორგანოებმა, პროკურატურამ და სხვა შესაბამისმა სახელმწიფო სამსახურებმა უნდა უზრუნველყონ, რომ ჟურნალისტების წინააღმდეგ დაშინებისა და მათზე თავდასხმის ყველა ინციდენტი სწრაფად და ეფექტურად იყოს გამოძიებული, და რომ დამნაშავეებმა პასუხი აგონ საკუთარ ქმედებებზე, ომბუდსმენის რეკომენდაციებთან შესაბამისობაში;

სახელმწიფო ორგანოებმა და ყველა პოლიტიკურმა პარტიამ ყველა დონეზე უნდა უზრუნველყონ, რომ ყველა დაინტერესებულ მედიასაშუალებას მარტივად და თანაბრად მიუწვდებოდეს ხელი ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებამდე მაღალი თანამდებობის პირთა და კანდიდატთა მონაწილეობით გამართულ ღონისძიებებზე; და დროულად  შეატყობინონ მედიასაშუალებებს აკრედიტაციასთან დაკავშირებული ნებისმიერი მოთხოვნის თაობაზე;

სამართალდამცველებს და სამხედრო პერსონალს უნდა ჩაუტარდეთ ტრენინგები და მიეცეთ ზუსტი ინსტრუქციები იმასთან დაკავშირებით, თუ როგორ მოიქცნენ ჟურნალისტებთან და მედიის მუშაკებთან ურთიერთობისას, მათ შორის - დაძაბულ სიტუაციებში;

რეგიონულმა და ადგილობრივმა სახელმწიფო ორგანოებმა უნდა უზრუნველყონ სახელმწიფო შენობებში და საჯარო შეხვედრებზე ჟურნალისტთა მარტივად მოხვედრა, მათ შორის - მათზე შესაბამის სახელმწიფო შენობებში შესასვლელად გრძელვადიანი აკრედიტაციის გაცემის გზით;

ადგილობრივმა და რეგიონულმა სახელმწიფო ორგანოებმა უნდა შეაფასონ, მოაქვს თუ არა შედეგი მედიაზე მათ მიერ გახარჯულ თანხებს, გამოაცხადონ ტენდერები უფრო ხანგრძლივი საბოლოო ვადებით, რათა გაიზარდოს კონკურენცია, და უზრუნველყონ, რომ მედიასაშუალებებისთვის გამოყოფილმა თანხებმა არ შეზღუდოს ადგილობრივი კონკურენტული გარემო.

სახელმწიფომ უნდა განიხილოს ადგილობრივი ჩინოვნიკებისათვის კომუნიკაციების სფეროში ტრენინგების ჩატარების შესაძლებლობა, რაც მათ წააქეზებდა, ჰქონდეთ უფრო პირდაპირი და ხშირი კონტაქტი ადგილობრივ ჟურნალისტებთან. არსებული სახელმწიფო მონაცემთა ბაზების გამოყენებაში ტრენინგები გააძლიერებდა ადგილობრივი სახელმწიფო შტატების შესაძლებლობებს, უპასუხონ საჯარო ინფორმაციის მოთხოვნებს და დროულად დაამუშაონ ასეთი მოთხოვნები. მუნიციპალიტეტებმა უნდა დანიშნონ პრესსპიკერები, რომლებიც შეძლებენ და რომლებისთვისაც ნებადართული იქნება დროულად უპასუხონ მედია საშუალებების მიერ დასმულ შეკითხვებს;

მუნიციპალიტეტებმა უნდა განიხილონ ისეთი განცხადებათა დაფების განთავსების შესაძლებლობა, რომლებიც სახელმწიფო შენობების გარეთ განთავსდება, საზოგადოებისათვის ადვილად ხელმისაწვდომი და ხილვადი იქნება, სადაც გამოიკვრება ყველა ბოლოდროინდელი და შესაბამისი შეტყობინება და ბრძანება, და დაანონსდება საჯარო ადგილობრივი სამთავრობო შეხვედრები. მუნიციპალიტეტებმა, რომლებსაც საკუთარი ვებ-გვერდები აქვთ, ონლაინ რეჟიმში უნდა გამოაქვეყნონ შესაბამისი დოკუმენტები და ინფორმაცია დაგეგმილი საჯარო შეხვედრების თაობაზე.

საქართველოს სახალხო დამცველმა არაერთხელ გაუსვა ხაზი მედიის თავისუფლების მნიშვნელობას და სახელმწიფოს პასუხისმგებლობას - უზრუნველყოს ნებისმიერი ჟურნალისტის მიერ მისი პროფესიული მოვალეობების შესრულების შესაძლებლობა და ინფორმაციის თავისუფლად მოპოვება.

პრესის თავისუფლების 2012 წლის ინდექსში, „ჟურნალისტებმა საზღვრებს გარეშე“ საქართველოს 179 ქვეყნიდან 104-ე ადგილი მიანიჭეს...

რეგიონის ჟურნალისტების არათანაბარ მდგომარეობაში მუშაობას არ ეთანხმება პრეზიდენტის ადმინისტრაციის  უფროსის მოადგილე ირმა ნადირაშვილი, მან „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ და მედია თავისუფლების სხვა დამცველების წარმომადგენლებთან გამართულ შეხვედრაზე მზადყოფნა გამოთქვა, რომ გაუმჯობესდეს რეგიონულ ჟურნალისტებთან კომუნიკაცია და განახლდეს პრეზიდენტის მონაწილეობით გამართული ღონისძიებების გაშუქების მიზნით მედიის მუშაკებისა და ჟურნალისტების აკრედიტაციის პროცესი. მან ასევე ხაზგასმით აღნიშნა, რომ პრეზიდენტის ადმინისტრაცია მზად არის, უზრუნველყოს, რომ ყველა მედიასაშუალებას თანაბრად მიუწვდებოდეს ხელი ინფორმაციაზე და ყველა საშუალებამ შეძლოს სახელმწიფოს მეთაურის საჯარო ღონისძიებების გაშუქება.

 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1761
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია