დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
პარლამენტის პრესსამსახურის უფროსმა „P.S.“-ის ჟურნალისტი სხდომაზე არ დაუშვა...
2012/05/27 00:45:55

26 მაისს, დამოუკიდებლობის დღეს, ხელისუფლებამ კიდევ ერთხელ  შეზღუდა ჟურნალისტის უფლებები. პარლამენტის შენობაში შესასვლელად აკრედიტებულ ჟურნალისტებს შორის მხოლოდ იმერეთის რეგიონული გაზეთ „პოსტსკრიპტუმის“ ჟურნალისტს, კერძოდ, მე, ლიკა ჩახუნაშვილს, არ მომეცა იმის საშუალება, პარლამენტის შენობაში შევსულიყავი და დავსწრებოდი პირველ სესიას - მიუხედავად იმისა, რომ აკრედიტაცია გავლილი მქონდა, ყველაფერი იმით დაიწყო, რომ თავიდანვე დავიჭირე თადარიგი და თავდაცვის სამინისტროს ვებგვერდის მისამართზე გავაგზავნე სააკრედიტაციო მონაცემები. მეორე დღის შემდეგ იქიდან დამირეკეს და მითხრეს, რომ აკრედიტაცია გავლილი მქონდა, რაკი თავიდანვე მივუთითე, რომ მსურდა მოვხვედრილიყავი პარლამენტის სხდომაზე, ჩემი მონაცემები გადაგზავნილ იქნა საქართველოს თავდაცვის სამინისტროს პრესსამსახურში. სწორედ იქიდან დამირეკეს და მითხრეს, რომ 26 მაისს, პარლამენტის სხდომას გავაშუქებდი.

ორი დღის შემდეგ მირეკავს იმავე სამსახურიდან ვინმე ნანა და მეუბნება, რომ, გარკვეული მიზეზების გამო, სხდომას ვერ დავესწრებოდი. მიზეზად მხოლოდ კამერების შესვლა დაასახელა.

25 მაისს კი, ღამის თერთმეტ საათზე, ისევ დამირეკეს და გაუგებრობის გამო ბოდიში მოიხადეს, რომ რაღაც-რაღაცები გაირკვა და პარლამენტის დარბაზში შევიდოდი.

მაგრამ სწორედ პარლამენტის გახსნის დღეს, მთავრობის სახლში მისულმა, გავარკვიე, რომ პარლამენტში შემსვლელ ჟურნალისტთა სიაში არ ვიყავი და ვიმუშავებდი მხოლოდ მედიაჯგუფში.

ამ ფაქტის გარკვევა საქართველოს პარლამენტის პრესსამსახურის წარმომადგენელთან, მაკა გიგაურთან ვცადე, რომელმაც, რატომღაც, ჩათვალა, რომ მე იქ სკანდალის მოსაწყობად ვიყავი და წარმოვადგენდი ოპოზიციურ გაზეთს. მან არგუმენტებად ის ფაქტიც მოიყვანა, რომ სხვადასხვა გაზეთის ჟურნალისტებიც ვერ მოხვდნენ პარლამენტის სხდომაზე, მაგალითად ასეთი იყო „პრაიმტაიმი“.

 

საინტერესოა, რატომ არ შეიძლებოდა, დასწრებოდა ქუთაისში მიმდინარე პარლამენტის სხდომას იმერეთის რეგიონული საზოგადოებრივი პოლიტიკური გაზეთის კორესპონდენტი? 

 

 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1662
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია