დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
წყლის ჭავლი „ოპონენტებს“
2012/05/07 11:52:11

„ჩვენ აქციებს ვარბევთ მაშინ, როცა საქმე არ გვაქვს...“

პირველ მაისს, ღამის თორმეტ საათზე, მერიის სპეცსამსახურებმა კოალიცია „ქართული ოცნების“ ქუთაისის ახალგაზრდულ ფრთას საზაფხულო წუწაობა მოუწყოს. არამარტო ახალგაზრდულს - იქ კოალიციის ადგილობრივი ლიდერებიც იყვნენ.

 

 

ამასთან დაკავშირებით კოალიცია „ქართული ოცნების“ წარმომადგენელმა ნატო ქათამაძემ ჩვენთან საუბრისას განაცხადა:

„ვინაიდან ქალაქში ღონისძიებების მთელი ნუსხა იყო ჩამოთვლილი, ჩვენმა ახალგაზრდულმა ფრთამ გადაწყვიტა, საკუთარი ღონისძიება 1 მაისს, ღამის 12 საათზე ჩაეტარებინა. რაიმე ძალადობას რომ ადგილი არ ჰქონოდა, ლიდერებმა გადავწყვიტეთ, ახალგაზრდებთან ერთად ღონისძიებაში ჩვენც მიგვეღო მონაწილეობა. ბავშვებმა სიმბოლურად მოიფიქრეს თეთრ ხიდზე სანთლების ანთება, მაგრამ ადგილობრივმა ხელისუფლებამ იქ თავიანთი წარმომადგენლები და ახალგაზრდული გუნდი მოიყვანა. როცა გავიგეთ მათი იქ გამოსვლის შესახებ, ჩვენ მოვერიდეთ კონფლიქტს და შევცვალეთ მარშრუტი. გავეშურეთ სადგურისკენ, აღმაშენებლის ძეგლთან. ჩვენი ახალგაზრდების მხრიდან იყო შეძახილი: „გაუმარჯოს ქუთაისს, ქუთაისობას, „ქართულ ოცნებას“ და ბიძინას“. ამ შეძახილით მივუახლოვდით მერიას. როგორც კი გავცდით მერიას და გადავუხვიეთ წერეთლის ქუჩისკენ, დავინახეთ, რომ ორი სახანძრო მანქანა იდგა, მათ ჩვენი მისამართით გამოუშვეს წყლის ჭავლი. ცხადია, ბავშვები ამას არ ელოდნენ და ვცადე, ისინი არ დამფრთხალიყვნენ, გადავუდექი მათ წინ და ასე ვცადე მათი ჯგუფურად შეკვრა. რა თქმა უნდა, ამის შესახებ შევატყობინე  შტაბის უფროსს, ზაზა მეთაფლიშვილს, რომელიც თავისი მანქანით ჩაება ამ ორომტრიალში. ის ჩადგა ჩვენსა და მერიის დასუფთავების მანქანებს შორის, შეხლა-შემოხლაში შტაბის უფროსის მანქანა დაზიანდა. ჩვენ გავაგრძელეთ გზა. მინდა აღვნიშნო, რომ მთელი წერეთლის ქუჩა იყო ჩაბნელებული. მერიის სამსახურმა თავისი მანქანები აღმაშენებლის ხიდზე განათავსა, იფიქრეს, იქ ვაპირებდით მისვლას, მაგრამ ჩვენ აღმაშენებლის ძეგლისკენ გავუხვიეთ, იქ წინასწარ გაგზავნილი ახალგაზრდების მიერ ორგანიზებული იყო სანთლები და ფეიერვერკი, მაგრამ დასუფთავების მანქანა იქაც მოგვწვდა და სცადა ძირს დალაგებულ სანთლებზე გადავლა.  ერთი სიტყვით, მერიის დასუფთავებამ, კეთილმოწყობამ  და   სახანძრომ „კარგად“  იმუშავეს.  ჩვენ ჩვენი გასაკეთებელი გავაკეთეთ, გუბაზ სანიკიძეც შემოგვიერთდა, მაგრამ მინდა ვიკითხო: მაშინ, როცა ჩვენი შინაგან საქმეთა სამინისტრო თავს იწონებს პოლიციის რეფორმით, სად იყო იმ დროს, როცა ჩვენ წყლის ჭავლით თავს დაგვესხნენ? მაშინ გამოჩნდნენ, როცა ყველაფერმა ჩაიარა და ჩვენ აღმაშენებლის ძეგლთან ფეიერვერკი გავუშვით. ქართული პოლიცია მხოლოდ ნაციონალების არ არის, არამედ მთელი საზოგადოებისაა, მაგრამ, როგორც ჩანს, ეს ჩვენი სამართალდამცავებისთვის გაუგებარია,“ - აღნიშნავს ნატო ქათამაძე.

ქუთაისის მერიის პრესსამსახურში აღნიშნული ფაქტი გაიკვირვეს. არც სხვა სამსახურში სმენიათ ამ შემთხვევის შესახებ.

„მსგავსი რამ არ მსმენია, თუ ვინმეს პირადი შუღლი აქვს კოალიციიდან  ნაციონალებთან,  მსგავს შემთხვევებში დროს არ კარგავენ. ჩვენ აქციებს ვარბევთ მაშინ, როცა „საქმე არ გვაქვს“ და ეს დღეები ისეთი დატვირთული იყო, არამგონია, ვინმეს ამის დრო ჰქონოდა,“ - გვითხრა მერიის კეთილმოწყობის სამსახურის უფროსმა ლევან ჭანჭალეიშვილმა.

4 მაისს კოალიცია „ქართულმა ოცნებამ“ სასამართლოში შეიტანა სარჩელი ქუთაისის მერიის წინააღმდეგ. ნატო ქათამაძის თქმით, ეს იქიდან გამომდინარეა, რომ 1 მაისის აქცია სწორედ მერიის სამსახურების მიერ იქნა დარბეული.

 

 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1719
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია