დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
აქციების ჩატარება შეიზღუდება?
2011/06/27 12:13:06

საქართველოს უახლესი ისტორია მანიფესტაციის და აქციების ჩატარების ფაქტებით მდიდარია. საკუთარი პრობლემების გადასაწყვეტად ხალხი ხშირად ქუჩაში გამოდის, ქუჩიდან მოსულმა ხელისუფლებამ კი ყველაზე კარგად იცის იმათი აზრი და მოქმედება, ვინც პროტესტის გამოხატვის უკიდურეს ფორმას ირჩევს. გზების გადაკეტვა, ავტომაგისტრალებზე საბურავების დაწვა, ჯოხებით და ხელკეტებით შეიარაღებული ხალხის მიერ გამოწვეული არეულობა ხშირად მანიფესტანტების სიკვდილით მთვარდება. სპეცრაზმის მიერ დაშლილ მომიტინგეებს შორის ხშირად არიან დაშავებული და გალახული ადამიანები. ღია ცის ქვეშ, ძირითადად გაჭირვებას და გაუსაძლის ყოფას გამოყავს ხალხი. უახლოეს წარსულს თუ გადავხედავთ, საზოგადოებაც და ოპოზიციის ნაწილიც მიხვდა, რომ, როგორც პატრიარქმა ბრძანა, „დიდი საქმეები ქუჩაში არ უნდა წყდებოდეს“.

მთავრობა აქციებისა და მანიფესტაციების ჩატარების შესახებ ახალი კანონპროექტის განხილვას გეგმავს. მისი ავტორები პავლე კუბლაშვილი, კახა ანჯაფარიძე, ჩიორა თაქთაქიშვილი და აკაკი მინაშვილი არიან.

ახალი რეგულაციით, აკრძალული იქნება შეკრებისა და მანიფესტაციის ჩატარების დროს რკინიგზისა და ავტომაგისტრალების ბლოკირება. ადმინისტრაციულ ორგანოს, რომლის მიმდებარე ტერიტორიაზეც იმართება აქცია, უფლება აქვს, განსაზღვროს შეკრების ჩატარების ადგილი ორგანიზაციის შესასვლელიდან, არა უმეტეს 20 მეტრის დაშორებით.

ძველი კანონის თანახმად, შენობების შესასვლელის 20 მეტრის რადიუსში  შემდეგი დაწესებულების მიმდებარე ტერიტორიაზე არ შეიძლება მანიფესტაციის და შეკრების ჩატარება: პრეზიდენტის ადმინისტრაცია, პარლამენტი, საკონსტიტუციო სასამართლო, უზენაესი სასამართლო, საერთო სასამართლოები, სამართალდამცავი ორგანოები, პროკურატურის, პოლიციის, პატიმრობისა და თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებები, სამხედრო ნაწილები და ობიექტები, რკინიგზის სადგურები, აეროპორტები, პორტები, საავადმყოფოები, დიპლომატიური და სამთავრობო დაწესებულებები, ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოები, შრომის, უსაფრთხოების, სპეციალური რეჟიმის ან შეიარაღებული დაცვის მქონე საწარმოები, დაწესებულებები და ორგანოები.

 ახალ რეგულაციაში, განსაკუთრებით ყურადსაღებია შემდეგი პუნქტი: განსაკუთრებულ შემთხვევაში მთავრობას მანიფესტაციაში ჩარევის უფლება ეძლევა. უფრო ზუსტად კი, შეკრების ან მანიფესტაციის მონაწილეთა მხრიდან ტრანსპორტის სავალი ნაწილის ნაწილობრივი ან სრული გადაკეტვის შემთხვევაში ადგილობრივი თვითმმართველობა, ან, განსაკუთრებულ შემთხვევაში, საქართველოს მთავრობა უფლებამოსილია, მიიღოს ტრანსპორტის სავალი ნაწილის გახსნისა და ტრანსპორტის მოძრაობის აღდგენის შესახებ გადაწყვეტილება, თუ შეკრებაში ან მანიფესტაციაში მონაწილეთა რაოდენობის გათვალისწინებით, აქციის ჩატარება სხვაგვარად შესაძლებელია. ახალ კანონპროექტს საპარლამენტო უმრავლესობა უარყოფითად აფასებს.

 აღსანიშნავია, რომ საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებით, 20 მეტრის რადიუსის შეზღუდვა მოიხსნა, მაგრამ, ამის მიუხედავად, პარლამენტში ინიცირებული კანონპროექტი უარყოფს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებას.

იცავს თუ არღვევს ადამიანის უფლებებს ახალი პროექტი, ამ კითხვით მოსახლეობას მივმართეთ. მათი აზრი ორად გაიყო.

დალი (40 წლის): „დავიღალეთ, შვილო, ამდენი აქციებით, ხომ შეუძლიათ იმ პარლამენტში მოაგვარონ პრობლემები? რატო აღიზიანებენ ხალხს? არეულობით უფრო მეტი პრობლემები არ იქმნება? რაღაც კანონი კი უნდა მიიღონ, მარა ხალხი არ დაზიანდეს, მთავარია.“

ლადო (30 წლის): „ჩემი აზრით, ხელისუფლებას უნდა, რომ ადამიანებში ყველანაირი პროტესტის გრძნობა ჩაკლას და თავად რაც უნდა ის აკეთებინოს. თავადაც რომ არ მიეცათ საშუალება, იქ იქნებოდნენ, სადაც არიან? რა გამოდის, ხალხი გამოიყენეს და ახლა ეუბნებიან, ჩვენ სადაც გვინდა, იქ დადგებითო? ასეთმა შეზღუდვამ საპირისპირო შედეგი შეიძლება გამოიღოს, ხომ იცით, „რაც მეტია დაწოლა, მით მეტია ამომგდები ძალა“. 

 

 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1677
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2022 საავტორო უფლებები დაცულია