დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
ქუ­თა­ის­ში ტე­რაქ­ტი იგეგ­მებოდა
2011/04/01 19:55:07

ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს ინ­ფორ­მა­ცი­ით, 31 მარტს ქუ­თა­ის­ში ფარ­თო­მას­შტაბია­ნი ტე­რო­რის­ტუ­ლი აქ­ტი იგეგ­მებოდა. აფეთ­ქება და­გეგ­მი­ლი იყო ქა­ლა­ქის მე­რი­ის, იუს­ტი­ცი­ის სახლი­სა და ლეიბორის­ტუ­ლი პარ­ტი­ის ოფის­თა­ნაც. სა­მი­ნის­ტროს ცნობით­ვე, და­კა­ვებული არი­ან მა­ნუ­ჩარ და ავ­თან­დილ ძა­ძუები, რომ­ლებიც ქუ­თა­ის­ში ტე­რაქ­ტების მოწყობას ჰექ­სო­გე­ნის გა­მოყენებით გეგ­მავ­დნენ. 

სა­მი­ნის­ტროს­ვე ინ­ფორ­მა­ცი­ით, გა­ირ­კვა, რომ ქუ­თა­ის­ში ტე­რაქ­ტების განხორ­ცი­ე­ლება, გარ­კვე­უ­ლი თანხის სა­ნაც­ვლოდ, მა­ნუ­ჩარ ძა­ძუ­ას ოჩამ­ჩი­რე­ში რუს­მა ლე­ი­ტე­ნან­ტმა ალექ­სეი უშა­კოვ­მა შეს­თა­ვა­ზა.

სა­ქარ­თვე­ლოს პრე­ზი­დენ­ტი მიხეილ სა­ა­კაშ­ვი­ლი აღ­ნიშ­ნულ ფაქტს გა­მოეხმა­უ­რა და უშიშ­როების საბჭოს სხდო­მა­ზე, ტე­რო­რის­ტუ­ლი შე­მო­ტე­ვების თა­ვი­დან ასა­ცი­ლებლად, მუ­შაობის კი­დევ უფ­რო გაძ­ლი­ე­რების აუ­ცი­ლებლობაზე ისაუბრა:

„უსაფრთხოების ზო­მები კი­დევ უფ­რო უნ­და გაძ­ლი­ერ­დეს და მე­ტი ვი­მუ­შა­ოთ, რა­თა სა­ქარ­თვე­ლო კი­დევ უფ­რო უსაფრთხო გავხადოთ.  წი­ნა წლებში ტე­რაქ­ტების სქე­მა ცხინ­ვა­ლის რე­გი­ო­ნი­დან ხორ­ცი­ელ­დებოდა, ახლა კი აფხაზე­თის ოკუ­პი­რებული ტე­რი­ტო­რიებიდან იმარ­თება. კონ­ტრტე­რო­რის­ტუ­ლი ღო­ნის­ძიებების თვალ­საზ­რი­სით, ახლა, წი­ნა წლებთან შე­და­რებით, უკე­თეს მდგო­მა­რეობაში ვართ, თუმ­ცა უნ­და გვეს­მო­დეს, რომ ეს მუ­შაობა გა­საძ­ლი­ე­რებელი­ა, რა­თა მაქ­სი­მა­ლუ­რად დაზ­ღვე­უ­ლები ვიყოთ“, - დას­ძი­ნა სა­ა­კაშ­ვილ­მა.
ტე­რაქ­ტების ორ­გა­ნი­ზებაში ბრალ­დებულებს მა­ნუ­ჩარ და ავ­თან­დილ ძა­ძუებს, ასე­ვე კა­ლის­ტრა­ტე მა­ლა­ნი­ას წი­ნას­წარ აღ­მკვე­თი ღო­ნის­ძიება სა­სა­მარ­თლომ 1 აპ­რილს შე­უ­ფარ­და - წი­ნა­აღ­მდეგ სისხლის სა­მარ­თლის საქ­მე აღ­ძრუ­ლია ტე­რო­რის­ტუ­ლი აქ­ტის მომ­ზა­დების ბრალ­დებით.

 

 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1702
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია