დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
საქართველოს „სახალხო კრების“ ახალგაზრდული მოძრაობა გიორგი დემეტრაძის სასჯელს აპროტესტებს
2011/03/29 16:58:35

ჩვენ, „სახალხო კრების“ ახალგაზრდული მოძრაობა, ვეხმაურებით საქართველოს ფეხბურთის ეროვნული ნაკრების წევრის, გიორგი დემეტრაძისთვის სააკაშვილის სასამართლოს მიერ თავისუფლების ექვსი წლით აღკვეთის ფაქტს და ვაცხადებთ, რომ:

  • ჩვენ ვერ მოვისმინეთ გიორგი დემეტრაძის ბრალეულობის დამადასტურებელი ვერც ერთი ფაქტი;
  • ჩვენ არ გვჯერა დღევანდელი სასამართლოს ობიექტურობის, რომელიც ხელისუფლების დაკვეთების მორჩილი შემსრულებელია;
  • ჩვენ ვადანაშაულებთ ხელისუფლებას ორმაგი სტანდარტების დამკვიდრებაში და შერჩევით სამართალში, რადგან გიორგი დემეტრაძეს ექვსი წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა, ხოლო საქართველოს პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე, გივი თარგამაძე, რომლის მონაწილეობითაც საქართველოს მოსახლეობამ იმავე საქმესთან მიმართებაში ბევრად უფრო მძიმე და მაკომპრომეტირებელი სატელეფონო საუბრის ჩანაწერი მოისმინა, თავისუფალია;

 

ჩვენ ქართული ფეხბურთის გულშემატკივრები ვართ. ქართველმა ფეხბურთელებმა ხორვატიასთან გამართულ შეხვედრაზე სპორტული ჟინი, თავდადება და შეუპოვრობა გამოიჩინეს.

დარწმუნებულნი ვართ, დღეს საქართველო-ისრაელის საფეხბურთო მატჩიც ჩვენი ბიჭების გამარჯვებით დასრულდება.

ასევე დარწმუნებულნი ვართ, ჩვენი ფეხბურთელები დღეს მაინც სპორტულ შეუპოვრობასთან ერთად გამოიჩენენ გამბედაობას და მთელი მსოფლიოს, საქართველოს მოსახლეობის დასანახად, ღიად გამოუცხადებენ სოლიდარობას და დაიცავენ თანაგუნდელის, გიორგი დემეტრაძის უფლებებს. ხელისუფლებამ უნდა გაიგოს, რომ საქართველოში თვალს აღარ დახუჭავენ უსამართლობაზე, ხელისუფლებამ ვეღარ უნდა გაბედოს უდანაშაულო ადამიანების ციხეებში გამომწყვდევა.

ჩვენ, „სახალხო კრების“ ახალგაზრდული მოძრაობა, მხარში ვუდგავართ და დავუდგებით ყველას, ვის წინააღმდეგაც უკანონოდ აღმართავენ ხელს.

 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1800
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია