დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
USCA-ს დამკვირვებლებმა არჩევნებში „რეალური პროგრესი“ შენიშნეს
2010/07/06 12:46:24

„რეალური პროგრესი - ასე შეიძლება შევაფასოთ დემოკრატია საქართველოში 30 მაისის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების შემდეგ“, - ამგვარ ოფიციალურ განცხადებას აკეთებს საქართველოში ჩატარებული ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების შესახებ ამერიკისა და კავკასიის ასოციაცია    „დემოკრატიისა და მშვიდობისათვის“, რომელიც USCA-ს დამკვირვებლებისა და სხვა საერთაშორისო თუ ადგილობრივი დამკვირვებლების მიერ მოწოდებული ინფორმაციის ანალიზს ეყრდნობა.

არჩევნების პერიოდში USCA-ის მობილური ჯგუფები სადამკვირვებლო მისიას თბილისისა და ქუთაისის ყველა მთავარ საოლქო „საარჩევნო“ კომისიაში ახორციელებდნენ. გარდა ამისა, ორგანიზაციის ორი მობილური ჯგუფი გამოყოფილი იყო უბნებზე, რომლებიც ესაუბრებოდნენ ცალკეული ოლქებისა და უბნების ამომრჩევლებს, საარჩევნო უბნის ხელმძღვანელებსა და დამკვირვებლებს, მიმდინარე საარჩევნო პროცესთან დაკავშირებით. ორგანიზაციის უზრუნველყოფით, ასევე მოქმედებდა ცხელი ხაზი, სადაც ამომრჩეველს შეეძლო მიეწოდებინა ინფორმაცია მიმდინარე დარღვევების შესახებ.

„არც გამოკითხვის დროს და არც ცხელი ხაზის მეშვეობით, გარდა ტექნიკური და პროცედურული ხასიათის დარღვევებისა, არავითარი პრეტენზია არ იყო მოწოდებული“, - ნათქვამია მოხსენებაში.

მიუხედავად იმისა, რომ პოლიტიკოსებისა თუ პოლიტიკური გაერთიანებების მხრიდან ბევრი საყვედური იყო გამოთქმული ხელისუფლების მიერ ადმინისტრაციული ხარჯების არასწორად გამოყენების შესახებ, არავითარი სერიოზული დარღვევა ამ მხრივ USCA-ს ექსპერტებს არ აღმოუჩენიათ.

„უნდა აღინიშნოს, რომ ცენტრალური საარჩევნო კომისია დროულად და ეფექტურად  რეაგირებდა  ყველა  შეტ-ყობინებაზე  ცალკეული  დარღვევებისა და  შეფერხებების შესახებ. ცესკო აგრეთვე კარგად იყო მომზადებული საერთაშორისო და ადგილობრივი დამკვირვებლებისათვის სადამკვირვებლო მისიის შეუფერხებლად შესრულებისთვის შესაბამისი პირობების უზრუნველსაყოფად და ხელს უწყობდა მათ სწრაფ აკრედიტაციას და ინფორმირებას ადგილობრივი არჩევნების საკანონმდებლო ნორმების შესახებ“ - აღნიშნავენ ისინი.

მათი თქმით, თითქმის ყველა პოლიტიკური პარტია იყო გაწონასწორებული და თავშეკავებული, ერიდებოდა პროვოკაციული ხასიათის განცხადებების გაკეთებას. მთლიანობაში კი თითქმის ყველა პოლიტიკური გაერთიანება იყო მობილიზებული არჩევნების მშვიდობიანად და სამართლიანად ჩასატარებლად.

ასოციაციის ექსპერტები თვლიან, რომ „საარჩევნო კოდექსში შეტანილი ცვლილებების კვალდაკვალ, რაც კენჭისყრის დღეს აგიტაციის დაშვებას შეეხება, საარჩევნო უბნის მიმდებარე ტერიტორიაზე მრავლად შეინიშნებოდა სხვადასხვა პოლიტიკური პარტიის         „კოორდინატორთა“ ჯგუფები, რაც ხშირ შემთხვევაში ამომრჩეველზე ზეწოლის ხასიათს ატარებს. მასმედია პროფესიონალურად, საერთაშორისო სტანდარტებისა და საარჩევნო კანონმდებლობის შესაბამისად ახდენდა არჩევნების პროცესის გაშუქებას. სრულფასოვნად აწვდიდა მოსახლეობას საარჩევნო პროცესებთან დაკავშირებულ ინფორმაციას, რაც გამოიხატა საქართველოს ელექტორატის ქცევაში - ამომრჩეველი ადეკვატურად იყო ინფორმირებული საარჩევნო პროცედურებისა და კანდიდატების შესახებ“.

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1613
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია