დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
„წიგნიერების აქციის“ საშემოდგომო კვირეულის ფარგლებში ადიგენის ოთხმა სკოლამ მაჟორიტარი დეპუტატისგან საჩუქრად წიგნები მიიღო
ავტორი: PS („პოსტსკრიპტუმი“)
2022/11/28 10:12:28

 

მედიასახლ „პოსტსკრიპტუმი“-სა და წიგნის სახლ „ქიმერიონი“-ს წიგნიერების აქციის ტრადიციული საშემოდგომო კვირეული ამჯერად ადიგენის მუნიციპალიტეტიდან დავიწყეთ და ახალციხის, ადიგენის, ბორჯომისა და ასპინძის მაჟორიტარი დეპუტატის, პარლამენტარ ანტონ ობოლაშვილი  მხარდაჭერითოთხი სოფლის  სკოლის ბიბლიოთეკას თანამედროვე, მაღალპოლიგრაფიული გამომცემლობების წიგნები გადავეცით საჩუქრად.

 

როგორც ჩვენმა მკითხველებმა იციან,სამცხე-ჯავახეთის რეგიონში(ადიგენის, ასპინძის, ახალციხის და ბორჯომის მუნიციპალიტეტები), უკვე მესამე წელია, მიმდინარეობს აქცია დევიზით „წიგნი ყველა ბავშვს“ და ამ აქციის ფარგლებში მარტო ადიგენის მუნიციპალიტეტში, არსებული სკოლების ნახევარზე მეტს, ანუ 15 სკოლას უკვე გადაეცა მრავალფეროვანი მხატვრული ლიტერატურა.

 

ამჯერად მაჟორიტარი დეპუტატის საჩუქარი მიიღო ადიგენის მუნიციპალიტეტის ოთხმა სკოლამ:

 

1.       სსიპ ადიგენის მუნიციპალიტეტის სოფელ გომაროს საჯარო სკოლა (დირექტორი თენგიზ გობაძე)

2.       სსიპ ადიგენის მუნიციპალიტეტის სოფელ მლაშეს საჯარო სკოლა (დირექტორი ივეტა გავაშელი)

3.       სსიპ ადიგენის მუნიციპალიტეტის სოფელ ზანავის საჯარო სკოლა (დირექტორის მ.შემსრულებელი ნუკრი ჩიტორელიძე)

4.       სსიპ ადიგენის მუნიციპალიტეტის სოფელ ზარზმის საჯარო სკოლა (დირექტორი ზაზა გავაშელი)

 

ჩვენი რედაქცია, მაჟორიტარის ადიგენის  ბიუროს თანამშრომლებთან, როინ აბულაძესა და ლილი კუბლაშვილთან ერთად სტუმრობდა ოთხივე სკოლას და მათ ბიბლიოთეკებს მაღალ პოლიგრაფიულ დონეზე გამოცემული სხვადასხვა ჟანრის საუკეთესო კლასიკური ლიტერაურა   გადავეცით. 

 

ოთხივე სკოლაში, მასწავლებლებიც და ბავშვებიც მადლიერებას  ბუნებრივად გამოხატავდნენ  მაჟორიტარი დეპუტატის მიმართ და აღნიშნავდნენ, რომ მიუხედავად  კომპიუტერული ეპოქისა, წიგნი საუკეთესო საჩუქარია დღეს სკოლისა თუ მოსწავლეებისათვის.

 

იმის გათვალისწინებით, რომ სკოლების წიგნადი ფონდის განახლებები ცენტრალიზებულად, ფაქტობრივად, აღარ ხდება და სკოლებს საკუთარი სახსრებით უწევთ წიგნების შეძენა,  პარლამენტარის ასეთი საჩუქარი თითოეული სკოლის ბიბლიოთეკისთვის ძალიან მნიშვნელოვანი შენაძენია, ხოლო მოსწავლეებისათვის - მეტი მოტივაცია და სტიმულია, რომ უფრო აქტიურად იკითხონ წიგნები.

 

ადიგენის სკოლებში სტუმრობისას კიდევ ერთი საინტერესო იდეა დაიბადა, რომ მოსწავლეებმა შექმნან ადგილებზე წიგნისა თუ ლიტერატურული კლუბები და მოაწყონ საინტერესო წიგნების პრეზენტაციები, რასაც ჩვენი მედიასახლი  თავის ინტერნეტგამოცემებში  გააშუქებს....

 

ეს წერილი უკვე დასაბეჭდად მზად იყო, როცა ზარზმის სკოლიდან  ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი მარეხი ტყემალაძე  შემოგვეხმიანა და გვიამბო, რომ ბავშვებს ძალიან მოეწონათ წიგნები და  უახლოეს პერიოდში ვგეგმავთ, ჩვენს ლიტერატურულ კლუბში  რევაზ ინანიშვილის მოთხრობები წავიკითხოთ და მერე ბავშვებმა კომპიუტერული ტექნოლოგიების გამოყენებით პრეზენტაციები წარმოადგინონო...

 

ასეთი უკუკავშირები სწორედ იმის მაუწყებელია, რომ ჩვენი წიგნიერების აქცია, რომელიც პარლამენტარ ანტონ ობოლაშვილის მხარდაჭერით მიმდინარეობს, წარმატებული პროექტია და ახალგაზრდების არაფორმალური განათლების განვითარებაში შეტანილი ფასდაუდებელი წვლილია.

 

 

ნატო გუბელაძე

მედიასახლ „პოსტსკრიპტუმის“ მთავარი რედაქტორი

 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 321
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია