დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
ანა ნაცვლიშვილი: "გელათის ტაძრის ირგვლივ არსებულ მოვლენებზე დუმილი დანაშაულია"!
ავტორი: PS („პოსტსკრიპტუმი“)
2022/10/13 00:25:00

გელათის ტაძარში არსებულ რეალობას ამ დღეებში პარტია “ლელოს” ლიდერი ანა ნაცვლიშვილი ადგილზე გაეცნო და ჟურნალისტებთან საუბარში განაცხადა, რომ ტაძრის ირგვლივ მოვლენებზე დუმილი დანაშაულია.

 

ოპოზიციონერი პოლიტიკოსი ხელისუფლებას ბრალს დებს უმოქმედობასა და ისტორიული ტაძრის განადგურებაში. მისი თქმით, მომხდარზე სრული პასუხისმგებლობა კულტურის მინისტრ თეა წულუკიანს ეკისრება, რადგან ის  რეალურ მდგომარეობას არ ასაჯაროებს.

 

ანა ნაცვლიშვილი მოუწოდებს საკანონდებლო ორგანოს, რომ დროული რეაგირება მოახდინოს გელათის სამონასტრო კომპლექსის ირგვლივ შექმნილ ვითარებაზე..

“ჩვენ ვართ გელათის მონასტერში და სიმართლე გითხრათ, მიჭირს საუბარი, იმდენად მძიმე სურათი დამხვდა აქ. ჩემი ბოლო ამოსვლის შემდეგაც კი კრიტიკულად არის დამძიმებული ვითარება. ეს არის პირდაპირი პასუხისმგებლობა პირადად მინისტრ თეა წულუკიანის და იმ გასამხედროებული წესის, რომელიც მან გელათთან დაკავშირებით შემოიღო. ის მალავს ინფორმაციას გელათთან დაკავშირებით.

უკვე მერამდენე თვეა, არ ასაჯაროვებს საერთაშორისო ძალიან კომპეტენტური ექსპერტების დასკვნას გელათთან დაკავშირებით, რომელმაც აჩვენა, რომ აქ განხორციელებული სამუშაოები არასწორად არის ჩატარებული და ახლაც გელათის რეაბილიტაცია არ მიმდინარეობს სწორად. არა მხოლოდ ფრესკები, ღვთისმშობლის ფრესკა ვნახე ახლა, რომელზეც მარცხენა თვალი არის ჩამოშლილი, იმიტომ რომ კვლავ ჟონავს წყალი" – განაცხადა ანა ნაცვლიშვილმა.

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 146
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია