დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
ზურაბ აზარაშვილი „2023 წლიდან ქრონიკული მედიკამენტების დაფინანსება 50 მილიონ ლარამდე იზრდება“
ავტორი: PS („პოსტსკრიპტუმი“)
2022/10/10 12:50:32

2023 წლიდან, ქრონიკული დაავადებების სამკურნალო მედიკამეტების დაფინანსება გაორმაგდება და დაახლოებით, 50 მილიონი ლარი გახდება. ამის შესახებ განცხადება ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა „იმედის“ ეთერში გააკეთა.

 

ზურაბ აზარაშვილმა იმ ბენეფიტებზეც ისაუბრა, რაც თითოეულ მოქალაქეს ქრონიკული მედიკამენტების გაზრდილი ბიუჯეტის ფარგლებში ექნება.

 

„დღეისათვის, ქრონიკული დაავადებების სამკურნალო მედიკამენტები, რომლებსაც ჩვენი მოქალაქეები უფასოდ იღებენ აფთიაქებში, დაახლოებით, 24 მილიონი ლარით ფინანსდება. 2023 წლის იანვრიდან, რეფერენტული ფასები, ანუ ღირებულების ზედა ზღვარი ამ წამლებზეც დაწესდება. შესაბამისად, იმ 24 მილიონით, რა თანხითაც ახლა ფინანსდება, გაცილებით მეტ მედიკამეტნს მოვიცავთ. ამასთან, მომდევნო წლიდან, ქრონიკული დაავადებების სამკურნალო მედიკამენტების ბიუჯეტიც გაორმაგდება და 50 მილიონ ლარამდე იქნება. ეს კი ნიშნავს, რომ კიდევ უფრო მეტი მოქალაქისთვის, მეტი დასახელების მედიკამენტი გახდება ხელმისაწვდომი, რაც თავის მხრივ, აისახება კიდეც მათ კმაყოფილებაზე“, - განაცხადა ზურაბ აზარაშვილმა.

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 141
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია