დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
თვითდასაქმების ხელშეწყობის საგრანტო პროგრამის ფარგლებში დევნილთა და ეკომიგრანტთა განაცხადების მიღება დაიწყო
ავტორი: PS („პოსტსკრიპტუმი“)
2022/09/29 09:46:06

დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოთვითდასაქმების ხელშეწყობის საგრანტო პროგრამის ფარგლებში განაცხადების მიღება დაიწყო.

 

იძულებით გადაადგილებულ პირებს პროფესიული საქმიანობის მხარდაჭერისა და შემოსავლის წყაროს გაჩენის მიზნით, ხელსაწყოები და ტექნიკა გადაეცემათ.

 

პროგრამაში ჩართვა  პროფესიული სასწავლებლების კურსდამთავრებულ იძულებით გადაადგილებულ პირებს და  იმ დევნილებსა და ეკომიგრანტებს შეუძლიათ, რომელთა  პროფესიული საქმიანობა რაიმე სახის დოკუმენტით დასტურდება. 

 

დევნილები და ეკომიგრანტები, 2000 ლარის ღირებულების სახელობო იარაღებს, რაც მათ  საქმიანობის წამოწყებასა თუ გაფართოებაში დაეხმარებათ თავადვე შეარჩევენ ამ ეტაპზე, პროგრამის ფარგლებში იძულებით გადაადგილებული 100 პირი დაფინანსდება.

 

საგრანტო პროგრამაში მონაწილეობის მსურველთა განაცხადების მიღება, 26 ოქტომბრის ჩათვლით,  სააგენტოსა და მის ტერიტორიულ სამმართველოებში  მიმდინარეობს:

  • თბილისი, თამარაშვილი .N15;
  • გორი, სამების ქ. N1;
  • რუსთავიკოსტავას . N20;
  • ქუთაისიაბაშიძის გამზ. N27;
  • ზუგდიდიაღმაშენებლის . N106.

 

განაცხადის გამოგზავნა შესაძლებელია სააგენტოს ოფიციალურ  ელექტრონულ ფოსტაზეც –  info@idp.gov.ge.

 

 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 177
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
მსგავსი სიახლეები
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია