დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
„თუ კი ამ ტიპის დანაშაულების წახალისების რაიმე ფაქტორი არსებობს, ეს ამ რეჟიმის მხრიდან წინა შემთხვევის წარმატებად გამოცხადებაა“ - გიგა ბოკერია
ავტორი: PS („პოსტსკრიპტუმი“)
2022/09/20 19:10:20

„პირველ რიგში უნდა ითქვას, რომ ამ ტიპის დანაშაული ნებისმიერ ქვეყანაში შეიძლება მოხდეს, დალაგებულ ქვეყნებშიც და ასეთ ვითარებაში ყველასგან აბსოლუტურად ბუნებრივია, რომ ვუსურვოთ ყველა მძევალს მშვიდობიანი განთავისუფლება, მაგრამ ამასთან ერთად დამნაშავის დასჯაც. ამას იმიტომ ვამბობ, რომ თუ კი რამე ფაქტორი არის ამ ტიპის დანაშაულების წახალისების ამ რეჟიმის მხრიდან წინა შემთხვევის წარმატებად გამოცხადებაა“ - ასე ეხმაურება „ევროპული საქართველოს“ თავმჯდომარე, გიგა ბოკერია ქუთაისში, საქართველოს ბანკში განხორციელებულ ყაჩაღობის მცდელობას.

 

„ესებუას ამბავი, თუ გახსოვთ სამთავრობო პროპაგანდამ მონათლა წარმატებად, მხოლოდ იმიტომ რომ მძევლები განთავისუფლდნენ, რაც, რა თქმა უნდა, ცალკე აღებულად ძალიან მნიშვნელოვანია, ოღონდ ფაქტი, რომ ამ ყველაფრის შედეგად კრიმინალმა წამრატებას მიაღწია, არ შეიძლება რეჟიმის მხრიდან განხილულიყო, როგორ წარმატებული ინფორმაცია.

 

თუ ასეთი გზავნილი აქვს იმას, ვისაც აქვს ძალაუფლება, რომ პლუსად ჩაითვლის და დაკმაყოფილდება იმით რომ კრიმინალმა საფრთხის შექმნით მშვიდობიანი მოქალაქეებისთვის მიიტაცა სხვისი ქონება, ეს არის გზავნილი ყველა შემდგომი კრიმინალისთვის, რომ ამ რეჟიმს ასეთი მოდუსი აქვს, კმაყოფილდება იმით რომ უბრალოდ არ შეექმნა იმწამიერი პრობლემა მსხვერპლის არ დაშვებით“ - განაცხადა გიგა ბოკერიამ

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 234
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია